Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
ეთანხმებით თუ არა მამა შალვას მოსაზრებას
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    13.03.2018

    დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, დღეს ეკლესიაზე ისეთი შეტევაა, როგორიც კომუნისტების დროს იყო. მისი თქმით, დღეს სასულიერო პირს საზოგადოებაში არსებულ ყველა პრობლემასთან აქვს შეხება, იქნება ეს ოჯახური კონფლიქტები, შვილებთან ურთიერთობა თუ ასე შემდეგ.

    "შემოტევაა, რაც კომუნისტების დროს იყო. მაშინ სხვა კი არაფერი ხდებოდა, ეს ხდებოდა პროკლამაციების დარიგებით სასულიერო პირებზე. შედეგად რა მივიღეთ? - ეკლესიების ნგრევა. ამას სასულიერო პირებმაც შეუწყვეს ხელი თავიანთი არასწორი საქციელით. მიწაზე იდეალური მდგომარეობა არ შეიძლება სადმე იყოს" - განაცხადა მამა შალვამ.

    მისივე თქმით, დღეს საზოგადოებას იმას ეუბნებიან, რომ ეკლესია არ სჭირდება. ანუ, წყაროს, საიდანაც ადამიანმა უნდა ისაზრდოოს, საიდანაც ადამიანი უნდა იკვებებოდეს, გლეჯენ.

    დეკანოზ შალვა კეკელიას ინფორმაციით, ეკლესიის როლის გააქტიურება აუცილებელია, რადგან მთელი ერი უმძიმეს მდგომარეობაშია.

    ეთანხმებით თუ არა მამა შალვას მოსაზრებას, რომ დღეს ეკლესიაზე ისეთივე შეტევაა, როგორიც კომუნისტების დროს იყო? - ამ შეკითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გია ბუღაძე (მხატვარი): მე რასაც ვხედავ, გარკვეული ზეგავლენა არის ეკლესიაზე. ყველაზე უკეთ ამას სასულიერო პირი გრძნობს, რადგან პროცესებს შიგნიდან აკვირდება. უნდა გავიზიაროთ ეს ტრაგიკული ფაქტი, რადგან, ვფიქრობ, რეალურია.

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): მე ნიუანსები არ ვიცი, მაგრამ რადგან თავად სასულიერო პირები არიან შეწუხებულები, რა უფლება გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ. ალბათ წნეხს გრძნობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადებით სასულიერო პირი არ გამოვა. ძალიან ბევრი მოძღვარი და ბერია, რომელთა რეპუტაციაც, რბილად რომ ვთქვათ, "არაწესიერი" მსახურების გამო ილახება. ჩვენ კომუნისტური რეჟიმი გავიარეთ და რა გასაკვირია, სასულიერო ორგანიზმშიც ყოფილიყო შეგზავნილი, მაშინ უშიშროება ამას მიზანმიმართულად აკეთებდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად სასულიერო პირებმა თვითონ უნდა ატეხონ განგაში.

      გივი სიხარულიძე (მსახიობი): წნეხი არის ძალიან დიდი როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესიამაც ვერ შეინარჩუნა თავისი სახელი.

     

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ეკლესიაში დუღილის პროცესი მიმდინარეობს, ვფიქრობ, მზადდება ძალიან სერიოზული, არ ვიცი, რა დავარქვა, აჯანყება, რეფორმატორული მოძრაობა თუ დაშლა. თუ ეკლესია მოდერნიზების გზას არ დაადგა, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. მთავარია, ის ორიენტირებული იყოს მრევლსა და ზნეობაზე და არ ჩაერიოს პოლიტიკაში.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved