Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
რამ გამოიწვია ქირწინების შემცირება და განქორწინების ზრდა?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    31.03.2018

    2017 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 5.6%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 23 684 ქორწინებიდან თბილისში რეგისტრირებულია 6 984; აჭარში - 2 548; გურიაში - 647; იმერეთში - 3 850; კახეთში - 1 744; მცხეთა-მთიანეთში - 475; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 211; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2 101; სამცხე-ჯავახეთში - 993; ქვემო ქართლში 2 617 და შიდა ქართლში 1 514.

    ასევე სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის - 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი იყო.

    საქსტატის მაჩვენებლებით, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 %-ით გაიზარდა.

    სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქორწინების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, განქორწინებისა კი იზრდება.

    რამ გამოიწვია ქირწინების შემცირება და განქორწინების ზრდა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თათული ედიშერაშვილი (მსახიობი): "ამ შემთხვევაში საერთო სურათს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა ქმნის. ძალიან მარტივად რომ განვიხილოთ, ადამიანი ვერ ქორწინდება ან ნაკლებად გეგმავს ოჯახის შექმნას ვალდებულებების გამო, ეს ვალდებულებები კი ფინანსურ მხარეს უკავშირდება.

    "ჩემს გარემოცვაშიც მეტ-ნაკლებად ოჯახების დანგრევის მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რის გამოც წყვილები კონფლიქტში გადადიან. თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არაა. მაგრამ თუ ამ ორ მოვლენას - ქორწინების კლებასა და განქორწინების მატებას ერთმანეთთან დავაკავშირებთ, შესაძლოა, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი დასახელდეს. თუმცა, მსგავსი საუბარი მაინც ზედაპირული მგონია, თუ კონკრეტულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, რადგან შეიძლება ისეთი უცნაური მიზეზიც არსებობდეს, რომ წარმოდგენაც არ გვქონდეს."

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "ოჯახის შექმნა მაინც ფინანსურ მხარეს უკავშირდება და ძალიან ბევრი ახალგაზრდა არ დგამს იმ ნაბიჯს, რომ მშობლების კისერზე ოჯახი შექმნას. ამიტომ ქორწინების კლება გასაგებია. განქორწინებულთა რაოდენობის გაზრდა კი რა მიზეზითაა გამოწვეული, ნამდვილად არ ვიცი."

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "უპირველეს ყოვლისა, სოციალურ მდგომარეობას დავასახელებ. ოჯახების სტაბილურობა, რასაკვირველია, ურთიერთშეთანხმებასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ოჯახები ეკონომიური სიდუხჭირის გამო ინგრევა.

    "ძალიან საგანგაშოა და თუ მის აღმოსაფხვრელად არ იმუშავებენ, დემოგრაფიული თვალსაზრისით უმძიმესი ვითარებაა და ეს კიდევ უფრო გაართულებს ჩვენი ქვეყნის, ერის მდგომარეობას."

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "ეს ისეთი სავალალო ფაქტია, რომელსაც არ შეიძლება ერთი ან ორი მიზეზი ჰქონდეს. აქ მთელი ჯაჭვი მოქმედებს, მაგრამ ძირითად მიზეზად მატერიალური სიდუხჭირე მიმაჩნია, რაც ახალგაზრდებს არ აძლევს საშუალებას, რომ იქორწინონ და ქორწინების შემთხვევაში არ აძლევს საშუალებას, ბედნიერი, ჯანმრთელი და მყარი ოჯახი შექმნან.

    "ახალგაზრდა წყვილს ძალიან ბევრი მოთხოვნა აქვს და ზოგჯერ მათი დაკმაყოფილების არანაირი საშუალება არაა ხოლმე. სიყვარულის ძალიან მწამს, მაგრამ მასაც სულიერად და მატერიალურად კვება უნდა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved