Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
ელოდებით თუ არა ახალ სამთავრობო ცვლილებებს და, თქვენი აზრით, რომელი მინისტრი უნდა შეიცვალოს?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    02.04.2018

    30 მარტს ზურაბ ალავიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა და ეს თანამდებობა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა დაიკავა. ალავიძე კერძო სექტორში დაბრუნა, სადაც მინისტრად მოსვლამდე იყო დასაქმებული.

    გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და ეკომონიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც პოსტის დატოვება მოუწევთ.

    ელოდებით თუ არა ახალ სამთავრობო ცვლილებებს და, თქვენი აზრით, რომელი მინისტრი უნდა შეიცვალოს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "სამთავრობო ცვლილებებს ველოდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები კოსმეტიკურია და მეტი არაფერი. მინისტრების გადადგომით არაფერი არ იცვლება. კონკრეტულად რომელი მინისტრის გადადგომა მოხდება, ამაზე პასუხი არ მაქვს."

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ყოველთვის შეიძლება, სამთავრობო ცვლილებები მოხდეს. საგარეო საქმეთა მინისტრი რატომ უნდა შეცვალონ, არ ვიცი. არ მგონია, რომ რაიმე ხარვეზე ჰქონდეს, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის, საქართველოში რა ხდება და ამ პროცესებს ეხმაურებიან. ეკონომიკის მინისტრს რაც შეეხება, არ ვიცი არაფერი. შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მარტო მინისტრის შეცვლა ამ საქმეს არ უშველის.

    "სამთავრობო ცვლილებები მთელ მსოფლიოში ხდება და მოხდება კიდეც. სხვათა შორის, ჩვენთან ახლა სამთავრობო ცვლილები ისე სწრაფად არ ხდება, როგორც წინა ხელისუფლების დროს."

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "მინისტრების შეცვლა არათუ მოსალოდნელია, არამედ დაგვიანებულიც კია. აქამდე საქართველოს ასეთი პრაქტიკა ჰქონდა, რომელსაც მინისტრის ვერშელევის პრაქტიკა ერქვა. ერთ მინისტრს მეორე სამინისტროში გადაიყვანდნენ, ასევე ხელმძღვანელად. ეს ეფექტური სრულიადაც არ იყო.

    "თუ ვიმსჯელებთ თანამედროვე საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, ჩემი ფიქრით, ერთ-ორის გარდა, ყველა მინისტრი შესაცვლელია. ოღონდ მინისტრს უნდა ეცნობოს სწორად, რა შეცდომები დაუშვა მისმა წინამორბედმა და რა ამოცანები დგას მის წინაშე.

    "ასე რომ, საქართველოსთვის ენის გამოყოფა, როგორც ზოგიერთი ამბობს და ირონიულ ტონში ლაპარაკობს - ნუ ელოდებიან ყვავ-ყორნები ჩემს შეცვალასო - რბილად რომ ვთქვა, არასაკადრისი საქციელია. ადრე თუ გვიან თავისი მუშაობის შესაბამისად ყველა უნდა ელოდებოდეს შეცვლას და რაც მალე იქნება, უკეთესია."

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "წარმოდგენა არ მაქვს. ნებისმიერი უწყების ხელმძღვანელი თუ ვერ ან არ ასრულებს თავის ფუნქციას, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს, ოღონდ უკეთესით და არა უარესით. სამწუხაროდ, ჩვენი უახლესი ისტორია უარესით შეცვლილი მინისტრების მაგალითებს უფრო გვიჩვენებს. ალბათ ძალიან რთულია, მოძებნო ადამიანი, რომელიც ეკონომიკური თუ საგარეო ურთიერთობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში მყოფ საქართველოს უკეთეს მომავალს შეუქმნის."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ИНЦИТАТУС   (02.04.2018)
    Гамарджоба! Тумца ар харт мисалмебис гирси. Тавши ква ухлиат да муцелши самартебели дгевандел министребс да асет експертебс. Ки маграм халхи гамоилиа Сакартвелоши?- Ес отхиве ертимеорезе уфро черчети. Упатроно САкартвелос хурцилавеби мишвеладзееби очиауреби ганишашвилеби да а. ш. шеесивнен тквлефен да хари харалес гаидзахиан.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved