Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
ეთანხმებით თუ არა ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომ “ბახალას“ დამცველებს ბოდიში აქვთ მოსახდელი?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    03.04.2018

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს, ბოდიში აქვს მოსახდელი. სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი დაუმსახურებლად ესროლეს.

    "შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა, დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდა საქართველოში. სამწუხაროა, ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში," - განაცხადა ზარდიაშვილმა.

    ეთანხმებით თუ არა ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომ "ბახალას" დამცველებს ბოდიში აქვთ მოსახდელი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ სახეებს მიმართა.

     ვახტანგ ძაბირაძე (პოლიტოლოგი): საზოგადოებამ ვის უნდა მოუხადოს ბოდიში, მსგავსი რამ არც გამიგია. საზოგადოება ქვეყნის მოქალაქეთა ერთობლიობაა, ქვეყანაც საზოგადოებისაა და ბოდიში ვის უნდა მოუხადოს? საზოგადოებას, შესაძლოა, ბოდიში მოუხადონ, მაგრამ პირიქით? ვერ ვხვდები, ეს როგორ უნდა მოხდეს.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): სანამ გამოძიება საბოლოოდ არ დაადგენს მტყუან-მართალს, ამ შემთხვევაში საუბარია ბრალის დამძიმებაზე, მანამდე ბოდიშის მოხდაზე საუბარი არ მიმაჩნია სწორად. გამოძიების საბოლოო ვერდიქტს რომ დაველოდოთ-ხოლმე, უმჯობესია, ვიდრე ემოციურად გამოვიდეთ რაიმე განცხადებებით.

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ზარდიაშვილს არ უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხადოს ბოდიში 6-წლიანი სტაგნაციისთვის? რაც შეეხება "ბახალას" დაცვას, ხალხის უნდობლობა იმ ორგანიზაციის ბრალია, რომელიც წლების განმავლობაში კარგავს რეპუტაციას. ასე რომ, ზარდიაშვილმა ის უნდა იკითხოს, რატომ დაკარგა ხალხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობა. ჩვენ მიერ დაქირავებელი წარმომადგენელი მსგავსად არ უნდა გამოდიოდეს და უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთი ამბიციური განცხადებები მოსახლეობის მიმართ ძალიან უხერხულია, მეტიც, სამარცხვინოა. მთელი საქართველო იცავდა "ბახალას", ხალხი დაბნეული, ნდობადაკარგულია.

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ძალიან მიჭირს ამაზე კომენტარი, საკითხავია, რამდენად სანდოა ის წყაროები, რითაც ბრალი დამძიმდა. საზოგადოებას უფლება აქვს, თუნდაც საკუთარი მცდარი აზრი გამოთქვას. ჩვენ თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, მაშინ ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება, საზოგადოება პიროვნებას ყოველთვის უჭერს მხარს, მით უმეტეს, როცა ის იჩაგრება.

     თედო დონდუა (ისტორიკოსი): რომ გითხრათ, დამძიმებული ბრალი არ მეჩვენება საშინლად, მოგაყუებთ. ეს საკითხი მისახედია. ჩვენ ვიცით, რომ ნარკოტიკის ძალიან დიდი პარტიები გადიოდა და გადის ჩვენს ქვეყანაზე და ისიც ვიცით, რომ ძალიან დიდი ძალებია ჩარეული ამ პროცესში. ამ დროს "ბახალა" ცოდო არ არის, 20 წლით ციხეში იჯდეს? არ ვამბობ, რომ ის დამნაშავე არ არის, ნარკოტიკი ცუდია, მაგრამ დამძიმებული ბრალი ზედმეტად მეჩვენება. რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ეს თავიდან ბოლომდე აბსურდია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved