Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
რამდენად დამაჯერებელია სააკაშვილის დაპირება, რომ საქართველოში წელსვე ჩამოვა?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    04.04.2018

    "სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით ნურავინ გვაშინებს, ჩამოვიდეს, დავხვდებით, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

    "საქართველო წარსულს, მით უფრო, ნეგატიურ წარსულს, არასდროს დაუბრუნდება. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება დაავიწყდა, რაც წინა ხელისუფლებამ ქვეყანას თავს დაატეხა. ყველა შემთხვევაში, ეს პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    "ჩემზე საქმეების აღძვრა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

    მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, ის რიგი ეკონომიკური ზომების გატარებას, მათ შორის "ბანკების მაფიის თარეშის" დასრულებასა და ხელფასების ზრდას გეგმავს.

    რამდენად დამაჯერებელია სააკაშვილის დაპირება, რომ საქართველოში წელსვე ჩამოვა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "სააკაშვილის თემა ალბათ კიდევ დიდხანს იტრიალებს ქართულ პოლიტიკასა და მედიაშია. ყოველივე ამის მიზეზი ორი რამ არის: ერთი ის, რომ სააკაშვილს საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი მომხრე ჰქავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე მსოფლიო მასშტაბით გაშიფრული პოლიტიკოსია, გაშიფრული როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

    "მეორე მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა გვყავს, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს წინასაარჩევნო ზოგიერთ დანაპირებს, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ხოლო ილუზიას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის არჩევნებზე გაირკვევა, "ქართული ოცნება" დარჩება თუ ქვეყნის სათავეში "ნაცმოძრაობა" მოვა, ჩემთვის ერთხელ და სამუდამოდ გარკვეულია. მამაჩემს აქვს ცხონება, თავს ნუ იტყუებენ მიშისტები და საქართველოსაც ნუ ატყუებენ".

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს. შეიძლება ეს განცხადება იყო განცხადებისთვის. სხვას ვერაფერს გეტყვით".

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკის ელჩზე. თუ ელჩმა მოინდომა, შეიძლება, სააკაშვილი დაბუნდეს კიდეც. თუ არ მოინდომა და ჩათვალა, რომ ეს მისთვის და საქართველოსთვის სარისკოა, მაშინ არა.

    "მეორეც, სააკაშვილს 2019 კარგი წელიწადი აქვს, 2018 - ისე რა. ამიტომ წამატეტებაზე მან 2019 წელს უნდა იფიქროს. ამ არჩევნებს, ფაქტობრივად, ორი აზრიც არ არსებობს, რომ "ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი მოიგებს.

    "სააკაშვილი თუ ჩამოვიდა, უფრო მეტია ვარაუდი, რომ დაიჭერენ, რადგან მასზე საქმეა აღძრული. მაგრამ, თუ დაუშვეს, მაშინ უბრალოდ ტყულად გაირჯება და წყალს აურევს. შეიძლება, საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვიოს.

    "რაც შეეხება განცხადებას, რომ რაიმეს ააშენებენ და გააკეთებენ, ეს ჩვენ უკვე გავიარეთ და ვნახეთ. აქ ახალი არაფერია. სამჯერ და ოთხჯერ შენობებს და ქარხნებს რომ ხსნიდნენ, ეს ჩვენ უკვე ვიცით. პიარში რომ ძალიან ძლიერები არიან, ესეც და ისიც ვიცით, რომ ადვილად არ ვტყუვდებით.

    "რაღაც-რაღაცები კი, ბატონო, გააკეთეს, მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც გვპირდებოდნენ. რასაც გვპირდებოდნენ, შეიძლება იმის მეათედი გააკეთეს. ხალხის მეხსიერებას ეს არ ავიწყდება. ჯერ მისი დრო არ დამდგარა".

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "არ ვიცი, დაბრუნებას რამდენად შეძლებს. ვგულისხმობ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. რამდენად გარისკავს დაბრუნებას, არ ვიცი. ესენი ისე დებილურად იქცევიან, რომ ამათი გაქნილი პროფესიული თაღლითიზმის ფონზე ყველაფერი შესაძლებელია. მით უმეტეს ბევრად უფრო სტაბილური ელექტორატი ჰყავს სააკაშვილს. ვინმე ყირაზე რომ დადგეს, ის ელექტორატი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" მუდმივად აძველვს ხმას, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება.

    "ესენი გზადაზგა ისე კარგავენ ავტორიტეტს, რომ რა გითხრათ... ხალხი ისეთ მდგომარეობაშია, რომ გაჭირვებული რას მიეხეთქოს, აღარ იცის და ამ გაჭირვებულთა რაოდენობამ ისე იმატა, რომ ამის ფონზე საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება, გარისკოს კიდეც. სამართლებრივად შესაძლებელი რამდენად არის, არ ვიცი, მაგრამ მორალურად შეიძლება, შეძლოს კიდეც".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    sos   (08.04.2018)
    რატომ ამახინჯებთ ,მას არ უთქვია წელსვე!!აი საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ნამდვილად ჩამოვა,ეს იქნება ქოცებისთვის არასასურველი სცენარი რასაც ერიდებოდნენ და ყველა მოლაპარაკებებზე მის არ გადმოცემას სთხოვდნენ უკრაინას!!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved