სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    11.04.2018

    მმართველ გუნდში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. იმას, რომ უმრავლესობაში პრობლემები ნამდვილად არსებობს, პარტიის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს.

    "რამდენიმე დეპუტატმა საკუთარ შეფასებებში მძიმე შეცდომა დაუშვა. რომ ვთქვა, არანაირი პრობლემა არ არსებობს-მეთქი, მართალი და ადეკვატური არ ვიქნები.

    "პრობლემა არის. ამას შეცდომას დავარქმევდი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საკითხები უმრავლესობის შიგნით უახლოეს მომავალში გაირკვევა. ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება", - ამბობს მდინარაძე.

    პატრიიდან გედევან ფოფხაძის შესაძლო წასვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი უკვე ღიად საუბროს, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ისინი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვენ.

    დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში კობახიძე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებთან, რაზეც, მისივე თქმით, უმრავლესობა თვალს ვერ დახუჭავს და მის გადადგომას მოითხოვს.

    "პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენი უფროსი არ არის, ის არის ჩვენ მიერ არჩეული, ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდი, მაგრამ ძალიან მიუღებელი გახდა მისი ბოლოდროინდელი განცხადებები", - ამბობს ჭიჭინაძე.

    ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დაშლას დაიწყებს, უბრალოდ, მისი თქმით, ეს დროის ფაქტორია. მისი აზრით, ეს პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაჩქარდება.

    "ქართულ ოცნებაში" დაწყებული დაპირისპირება შესაძლოა თუ არა, პარტიის დაშლით დასრულდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): არა მგონია, რომ "ქართული ოცნება" დაიშალოს. პარტიაში თუ ცოტა მერყევი მდგომარეობაა, ეს დაშლას ნამდვილად არ გამოიწვევს. შეიძლება, რაღაც გაუგებრობები და კამათი არსებობდეს.

     

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ძნელი სათქმელია. მაგრამ, საერთოდ, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია. მეორე მხრივ, ეს აჩვენებს იმას, რომ პარტიაში სხვადასხვა აზრი არსებობს. ასე რომ, რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ.

     

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): "ქართული ოცნება" ისედაც არანაირი პარტია არ არის. ისინი შეკრებილი ადამიანები არიან იმისთვის, რომ საბოლოოდ რაღაც "გაპრავდეს". კლასიკური გაგებით ეს პარტია არაა და თავისთავად, ხელოვნურად შეკოწიწებული ბოლოს დაიშლება.

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია. მე ერთადერთი პარტია ვიცი, რომელიც არ იშლება არასოდეს და ეს კომუნისტური პარტიაა.

    თუ "ქართულ ოცნებაში" საჭიროდ ჩათვლიან, რომ უნდა დაიშალონ, ასეც უნდა მოხდეს. ამით რამე განსაკუთრებული არ მოხდება. არ ვფიქრობ, რომ თუ პარტია შეიქმნა, უნდა იყოს მუდმივი და განუმეორებელი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (12.04.2018)
    ხურცილავას ასულო, მერე შენ და შენისთანებს რა ეშველებათ, პარტია, რომ დაიშალოს? ვისღა შეუძვრებით, ტვინგადაგლესილებო, მეცოდებით!!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved