Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
ფიქრობთ თუ არა, რომ უმრავლესობაში გავლენისთვის მიდის ბრძოლა?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    12.04.2018

    პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ უმრავლესობაში გავლენისთვის მიდის ბრძოლა, არა თუ შეცდომაშია შეყვანილი, არამედ სიღრმისეულად ვერ აფასებს მდგომარეობას.

    მისი თქმით, მმართველ გუნდში რეალურად დაპირისპირება არ არსებობს, არის მხოლოდ დაშვებები, რასაც მუშაობა სჭირდება. გუნდს კი დიდი რესურსი აქვს, რომ მოლაპარაკება შედგეს და წარმატებით დასრულდეს. ისეთი საკითხები, როგორებიცაა, გადადგომა, დაპირისპირება თუ გარიცხვა, დღის წესრიგიდან მოიხსნება.

    დეპუტატის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში 116 ადამიანია, ყველა ერთ თარგზე ვერ მოიჭრება, ყველას ერთი და იგივე შეხედულება ვერ ექნება.

    "ეს არის შეკრული გუნდი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებიც ერთი და იმავე მიზნების მატარებელი არიან.

    "ადამიანები, რომლებიც კრიტიკას გამოთქვამენ ან პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, უცებ, იმ წუთშივე მოიაზრებიან, როგორც რომელიმე გუნდის წევრები, თუმცა ერთიანობა ისაა, რაც დეკლარირებულია", - აღნიშნა ვოლსკიმ.

    ფიქრობთ თუ არა, რომ უმრავლესობაში გავლენისთვის მიდის ბრძოლა? - ამ შეკითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ვფიქრობ, ეს ფაქტი არ არის საშიში ხელისუფლებისთვის. პოლიტიკურ დაჯგუფებაში არის დაპირისპირებები, სხვადასხვა აზრი, მოტივიც, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება პარტიის გაძლიერება გამოიწვიოს.

    არავინ იცის, საქმე როგორ წარიმართება, მაგრამ არ მგონია, ამ პროცესმა ძირფესვიანად შეცვალოს ქართული პოლიტიკური რეალობა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): უმრავლესობაში მიმდინარე მოვლენები ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას უქმნის. ჩემი აზრით, მათ თავიანთი როლი ამ ქვეყანაში გააზრებული არა აქვთ. რასაკვირველია, გავლენის მოსაპოვებლადაა ეს ბრძოლა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებაა.

     

     თემურ ნანეიშვილი (პროფესორი): მგონია, რომ სწორედ გავლენის მოსაპოვებლადაა ეს უთანხმოება. ახალგაზრდებმა მთლიანად აიღეს ხელში სადავეები და ძველ დეპუტატებს ანგარიშს არ უწევენ.

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): ერთი შეხედვით, ნამდვილად რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი გავლენის გადასანაწილებლად იბრძვიან. რეალურად რა ხდება, ამას ვერ ვიტყვით, სანამ ფსკერზე არ დაილექება.

    უმრავლესობა ალბათ ეცდება, ერთობა შეინარჩუნოს, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას დამოუკიდებლად, არ ვიცი. რაც შეეხება სიტუაციას, ეს საზოგადოებისთვის ცუდი სანახავია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved