Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    13.04.2018

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც "დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია საქართველოში".

    კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანგარიშში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუსაბუთებელია.

    "ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

    "ფრიდომ ჰაუზმა" გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებზე მორიგი ანგარიში გუშინწინ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

    ანგარიშში სხვა საკითხების გარდა აღნიშნულია, რომ საქართველოში "არაფორმალური მმართველობა ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება საქართველოს დემოკრატიულ ფუნქციონირებაში."

    ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ერთი მხრივ, ვეთანხმები. გარდატეხა, რომელიც 2012 წელს მოხდა, ნამდვილად მიმართული იყო დემოკრატიისკენ, ბერკეტები კი ამ გარდატეხისა ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის ხელში იყო. ახლა როგორ მიდის პროცესი, სხვა საკითხია. ჩვენთან არა დემოკრატიის, არამედ დემოკრატების დეფიციტია, ეს არის ჩვენი საზოგადოების ორგანული სენი, რომელიც დროში უნდა დაიძლიოს. როცა გავხდებით შინაგანად დემოკრატები, მაშინ მოგვარდება პრობლემა.

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): გარკვეულწილად იმ დარღვევების, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებების დარღვევების შემდეგ, რაც სააკაშვილის დროს იყო, მდგომარეობა გაუმჯობესდა. დემოკრატია ბევრ რამეს მოიცავს და არა მხოლოდ იმას, რომ ადამიანი დაცული იყოს. დემოკრატიული განახლებისა და ტერორისტული რეჟიმისგან გათავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის ლიდერი ნამდვილად ივანიშვილი იყო, თუმცა თვითონ ხალხია შემოქმედი დემოკრატიული გარდატეხისა და არა კონკრეტული ადამიანი.

     მიხეილ ღანიშაშვილი მწერალი): კატეგორიულად არ ვეთანხმები, არანაირი დემოკრატიული გარდატეხა ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარა.

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): როდესაც ივანიშვილი მოვიდა ძალით, რომელიც დღეს გვმართავს, ნამდვილად დემოკრატიული ძვრა და ნაბიჯი იყო ავტორიტარული მართვის შემდეგ. აბსოლუტური დემოკრატია არ არსებობს. ნაბიჯი ნამდვილად წინ გადაიდგა, რომლის შემოქმედიც ივანიშვილი იყო. დღევანდელობიდან გამომდინარე კი, არ ვიცი, რამდენად რელევანტურია ამ ფრაზის წარმოთქმა. არის მოვლენები, სიმპტომები, რომლებიც შემაშფოთებელია პირადად ჩემთვის, მაგალითად, რაც ტელევიზიებში ხდება. რა თქმა უნდა, აღარავინ შერბის შეიარაღებული და იატაკზე არ ყრის ადამიანებს, მაგრამ მოვლენები მაინც უსიამოვნოა. ჩვენი ხელისუფლება უფრო ქმედითად უნდა აქარწყლებდეს ეჭვებს, არა მარტო ლოზუნგებით, არამედ სხვა გზით. ამაზე ზედა რგოლი უნდა დაფიქრდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სათავეშია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    sos   (17.04.2018)
    ერთი რომელიმე მლიქვნელმა ამიხსნას,არაფორმალური მმართველობა(სხვა დაქცეულ ინსტიტუტებს აღარ ვეხები)როგორი დემოკრატიაა?მრცხვენია უკვე ასეთი ფარისეველი და მლიქვნელი ვითომ გამოჩენილი ადამიანების გამო!!!

    li   (16.04.2018)
    მეჩითოვს და ყველა შენნაირ ქოცს მივმართავ, აღარა გრცხვენიათ თქვე უდღეურებო, რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობთ, ბიძომ მთელი საქართველო თავის ყანად, რომ გადააქცია, გაანადგურა ქვეყანა, ჩვენს ხარჯზე მდიდრდება უსაქმურთა კასტა, დაითხარა მთელი აჭარა, გურია, ეხლა სამეგრელოს მიადგა, და ეს უსინდისო "იმედში" გვესმის თურმე გარეწარი კაცი ხალხისთვის აშნებს დენდროპარკს, ერთ ლარად მიჰყიდეს მილიონობით ჰექტარი მიწა, სადაც საერთოდ არაფერს არ აშნებს, ამის მაგალითად განმუხურიც გეყოფათ და მსგავსი მაგალითები ხომ უამრავია!, თქვე სამარცხვინოებო, ვინა ხართ ასეთი ტვინგადაბრუნებულები, რომ ამაყად აცხადებთ, თურმე ქვეყანა აშენებულა, ფულზე გაყიდულო სამრცხვინო არსებებო! მეცოდებით!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved