სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    16.04.2018

    თბილისში, ბანროვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი შარშან პრეზიდენტმა შეიწყალა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაცისი ინფორმაციით, დღევანდელ ბრიფინგს მარგველაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან ერთად გამართავს.

    13 აპრის ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს ყელი ორი შვილის თანდასწრებით გამოჭრეს. ბრალდებული ყოფილი მამინაცვალი ვეფხია ბაქრაძეა, რომელიც მარგველაშვილმა გასულ წელს შეიწყალა. მოკლული გოგონას დედის განცხადებით, ყოფილი მეუღლე შვილის მოკვლით გამუდმებით ემუქრებოდა.

    გარდა ამისა, საქმეზე გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

    ბოლო წლებში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ციხიდან შეწყალებით გამოსული პირი მძიმე დანაშაულს სჩადის. ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ საზოგადოების ნაწილში უფრო აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ პატიმართა შეწყალების წესი შესაცვლელია.

    უნდა შეიცვალო თუ არა შეწყალების წესი და როგორ უნდა შეიცვალო? - ამ კითხვით "მთელმა კვირას" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "ეს რაც მოხდა, აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელი კი არ არის, არამედ საშინელი უბედურებაა, რომლის მიზეზი პრინციპში ეს გარემოებაა. მიმაჩნია, რომ ამას კანონი შეცვლა არ უნდა და არც ბატონ გიორგის შენიშვნას არ ვუკეთებ, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებს.

    "ათი ათასჯერ უნდა დაფიქრეს კომისია, სიის გამომტანი ხელმომწერიც და ბატონი პრეზიდენტიც, რადგან ღმერთი არავინ არ არის. დამნაშავის პატიება მხოლოდ მამა ღმერთს და მაცხოვარს შეეძლო, ისიც არ ვიცი ყოველთვის გამართლებული რამდენად იყო. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი დაფიქრება და ყველას თვითკონტროლი სჭირდება.

    "არ ვიცი, არ მინდა ვაწყენინო და ცუდი რამ ვთქვა, მაგრამ უცებ 10 წელ მისჯილი დამაშავეების 2 და 3 წელიწადში გამოშვება არაჯანმრთელ ეჭვებს იწვევს. ფაქტია, რომ იქიდან გამოსული ყველა კარგი არ არის."

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "რა თქმა უნდა, პრეზიდენტს კი არა, სოლომონ ბრძენსაც გაუჭირდებოდა წინასწარ მიხვერდა იმისა, მის მიერ შეწყალებული მსჯავრდადებული პირი ჩაიდენს თუ არა დანაშაულს. ამის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თუ შეწყალებულთა უმეტესობა დანაშაულს არ სჩადის, ალბათ იმიტომ, რომ სინდისის ქენჯნა აწუხებთ. ხოლო ვინც დანაშაულს სჩადის, რა თქმა უნდა, მათი ფსიქიკური მდგომარეობას ეჭვის ქვეშ დგას.

    "ამიტომ, წესი შეწყალებისა უნდა გამკაცრდეს. ჯერ ერთი, დანაშაული სიდიდე უნდა იქნას გასიგრძეგანებული, მერე - ფსიქიური და პიროვნული შესწავლა მსჯავრდადებულისა, ვისი შეწყალებაც დგას დღის წესრიგში. კომისია უნდა მუშაობდეს მთელი წლის განმავლობაში და იგი უნდა იყოს შედგენილი არა საზოგადოებრივად "ცნობილი სახეებისგან", არამედ პროფესიონალი იურისტებისა და ფსიქოლოგებისგან.

    "არ შეიძლება კამპანიურად - მე პრეზიდენტი ვარ და 170 კაცს ერთბაშად ვიწყალებ, დამინახეთ რა კეთილი ძია ვარო. შეწყალების ასეთი ფორმა ჩემთვის მიუღებელია. საერთოდ კი ხომ ცნობილია, რომ პრეზიდენტი არაერთ შეცდომას უშვებს, ჩვენდა სამწუხაროდ."

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "ზოგადად, შეწყალების უფლება კარგი და კეთილშობილური უფლებაა. ჩვენ კონკრეტულად ერთ ადამიანის მივახტებით ხოლმე. აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტამდე რა დამუშავებით მიდის შეწყალების სია, როგორ წარუდგენენ პრეზიდენტს ადამიანებს, რომ ვინ არის და ვის იწყალებს. ასევე, პრეზიდენტამდე ვინ განიხილავს პერსონებს და რა ინფორმაცია მიდის და რა წერია იქ.

    "ამიტომ ხელაღებით ვერ ვიტყვი და ერთ ადამიანს ვერ დავეტაკები. თუ პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია, რომ ადამიანი საშიში ყაჩაღი და ბანდიტი იყო და მან მაინც შეიწყალა, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება. მაგრამ თუ პრეზიდენტამდე ძალიან შერბილებული ინფორმაციაა მისული, რასაც ხშირად კომისია კი არა, ქართული საზოგადოება აკეთებს, მაშინ ასე ხელაღებით პერზიდენტზე ვერაფერ ვიტყვი."

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "უკვე მეორე მომხდარი ფაქტია შეწყალებასთან დაკაშირებით, რომ ვიღაცამ რაიმე დააშავა. რბილად რომ ვთქვა, ცოტა გაკვირვებული ვარ - როგორ იწყალებს ასეთ ადამიანის, ან ის ადამიანი როგორ სჩადის კიდევ დანაშაულს. თან ისეთი დანაშაული როგორიცაა ადამიანის მკვლელობა და მეორე შემთხვევაში სასწრაფოს მანქანით ნარკოტიკის გადმოტანა. არ მინდა ვიფიქრო, რომ პრეზიდენტს ეშლება, მაგრამ ფაქტია - ასეა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved