სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    28.04.2018

    საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი პრეზიდენტს მიმართავს, პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს.

    როგორც „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაცემ განაცხადა, პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში `ქართული ოცნების~ მიერ შეტანილმა ცვლილებამ დააკანონა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე,

    ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური კორუფციის რისკს ქმნის.

    „როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 18 აპრილს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც დააკანონა ახალი ნორმები პარტიათა დაფინანსების თაობაზე, რაც სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევა 19 პარტიის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ვითხოვთ, რომ ამ უსამართლო კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს", - განაცხადა კაციტაძემ.

    ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ხალხის ფულით იყიდოს არჩევნების შედეგები.

    „გარდა იმისა, რომ ივანიშვილი იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ის ასევე ხალხის ფულით ყიდულობს არჩევნების შედეგებს. „ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონს შეუძლია ერთ მაჟორიტარს შეუქმნას ფრაქცია პარლამენტში და შესაბამისად, მისცეს 300 ათასის დაფინანსება ბიუჯეტიდან. ეს კანონი ემსახურება პოლიტიკურ კორუფციას და მოსყიდვას. ამიტომ პრეზიდენტს მივმართეთ თხოვნით, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

    ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტის ვეტოს ხელისუფლება დაძლევს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ვეტო აუცილებელია იმისათვის, რომ ამ თემაზე პარლამენტში დებატები წარიმართოს.

    უნდა დაადოს თუ არა პრეზიდენტმა ვეტო პარტიების დაფინანსების ახალ კანონს? - ამ კითხვით „რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): „ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს, რადგან არ არის სწორი ერთ კაცია პარტიასაც ექვსნიშნა ციფრიანი დაფინანსება ჰქონდეს და 96 ათას კაციანსაც, რაღაც დიფერენცირება უნდა არსებობდეს ალბათ რაოდენობის მიხედვით."

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): „ჩათვალეთ, რომ მე მეოცე პარტია ვარ, ვუერთდები იმ 19-ს. ჯერ ერთი, პარტიების დაფინანსება უნდა მოწესრიგდეს. არ შეიძლება ბიუჯეტიდან ვიხდიდე ისეთი პარტიების დაფინანსებას, რომელიც არ მაინტერესებს. მათ, ვისაც ჰყავთ მხარდამჭერი, ხელი შუწყონ.

    „ვთქვათ, „მრეწველთა" პარტიაში რატომ უნდა ვიხადო ფული, ან „სოციალ-დემოკრტთა" პარტიაში, როცა ისინი სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას არ აღვივებენ?! ყველა ერთია და არცერთს არ მინდა, რომ თანხები გადაუხადონ.

    „ერთადერთი პარტია, რომელსაც ფულს გადავუხდი, ეს არის, რომელიც არ ჩანს - აგრარიკოსთა პარტია, რომელიც საქართველოს აუცილებლად სჭირდება, რადგან სოფელი გაჭირვებულია. არცეთი პარტიის პროგრამაში ნათლად არ ჩანს სოფლის გადარჩენის მიმართულებები."

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებთმცოდნე):  ძალიან დიდი ბოდიშს ვიხდი, მაგრამ პრეზიდენტმა ვეტო რატო უნდა დაადოს. თუ დაფინანსების ეს კანონი პარტიების განვითარებას ხელს შეუწყობს? რით არის ცუდი? პარტიის განვითრებისთვის ფული აუცილებლად საჭიროა. რა უნდათ, რომ მარტო ორი პარტია - „ქართული ოცნება" და „ევროპული საქართველო" იყოს?

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): „არ არის გამორიცხული, რომ ამ კანონსაც ვეტო დაედოს, როგორც დანარჩენს. საინტერესო და ყურადსაღებია პარტიული სუბიექტების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტი უფლებამოსილია ნებისმიერ კანონპროექტზე ვეტოს გამოიყენოს და პარლამენტს თავისი შენიშვნებით უკან დაუბრუნოს. პარტიების მოსაზრებები რამდენად არგუმენტირებულია, არვიცი, მაგრამ გასათვალისწინებელია."

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (28.04.2018)
    რა არარაობა და ჩმორი ხარ ხურცილავას გაბერილო ქალო! ასე ტვინგადაგლესილი როგორა ხარ, საერთოდ აზროვნებ თუ არა, ნეტავი გამაგებინა. საცოდავო ქალო შენისთანების ბრალია, დღეს ჩვენი ქვეყანა ამ დღეში რომ არის, უბინძურესო ქოც-ნახირებო!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved