სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    02.05.2018

    "ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დააკომპლექტა. საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა. ახალ საბჭოში შედიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და კახა კალაძე.

    ელოდებით თუ არა რაიმე პოზიტიურ სიახლეს "ქართული ოცნების" ახალი პოლიტსაბჭოს მხრიდან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): იმედი მაინც მაქვს. ის კრიზისი, რაც მათ ჰქონდათ, პარტიული კრიზისი იყო და ქვეყნის. ამ კრიზისმა ტერიტორიები ხომ არ დაგვაკარგვინა? ხალხი ხომ არ დაგვიხოცა? იდეოლოგიური პრობლემები ჰქონდათ. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი ამ საკითხებს დაალაგებს. მგონია, რომ "ქართული ოცნების" პრესტიჟი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ცოტათი დაიკლო, ახლა ისე თავის ადგილს დაიკავებს და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში გააგრძელებს.

     გია ბურჯანაძე  (მსახიობი): სამწუხაროდ, "ქართული ოცნებიდან" პოზოტიური ნაბიჯების გადადგმას ვერ ველოდები. ექვსი წელი ჰქონდათ საშუალება, რომ სერიოზული პოზიტური ნაბიჯები გადაედგათ ქვეყნისთვისაც და თავიანთი პარტიისთვისაც, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, რადგან ძალიან მინდა, საქმე უკეთესობისკენ წავიდეს.

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): პოლიტსაბჭო, იმ წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილი წავიდა, ფაქტობრივად ნომინალურად არსებობდა. ამიტომ, ვფიქრობ პოლიტსაბჭოს როლი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ალბათ, საგრძნობლად გაძლიერდება, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყნის წაღმა შეტრიალება შეძლოს. ამიტომ დაბეჯითებით ვურჩევდი ბატონ ბიძინას, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაიკავოს ან პრემიერ-მინისტრის, ან პრეზიდენტის ადგილი. ხალხის მხარდაჭერაში მას შეუძლია, სრული იმედი ჰქონდეს. ასე რომ, ველოდები ბატონი ბიძინას ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას.

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ალბათ, ისევ ძველი ძირითადი კურსი იქნება. მგონი, პოზიტიურია ის, რომ რაღაც განახლება და შემცირება მოხდა. ჯობია, შემადგენლობა მცირე იყოს, რადგან პასუხიმგებლობა უფრო მეტად გაიზრდება. დრო აჩვენებს, როგორი იქნება, მაგრამ რამე მკვეთრ ცვლილებას არ ველოდები.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (03.05.2018)
    მეცინება ამ "ჭკუისკოლოფზე", ალბათ მიხვდით ვიზედაც ვამბობ, ეს გახლავთ ჭარბწონიანი ქალბატონი, მეტისმეტად ამაზრზენი და სამარცხვინო, გაქსუებული ქალი, რომელსაც ჭკუას ეკითხებიან!!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved