სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    04.05.2018

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას მარგველაშვილთან სატელევიზიო დებატებზე, უღირსი და არასერიოზული უწოდა.

    "კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველყოფის ნაცვლად, რაც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების წარმართვას გულისხმობდა, უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ ყოვლად უღირსი და არასერიოზული შეთავაზება.

    "გუშინ პრეზიდენტი მზად იყო, კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია შეესრულებინა, გამოსულიყო მოხსენებით, რაც მან გააკეთა კიდეც და შემდგომ შესულიყო დებატებში ყველა ტელევიზიის თვალწინ პირდაპირ ეთერში. სამწუხაროდ, უმრავლესობამ მას ამის საშუალება არ მისცა. უმრავლესობა გაექცა ამ დებატებს.

    "გასაგებია, უმრავლესობისთვის ერთპარტიული პერფორმანსი ყველაზე უფრო კომფორტულია და ისინი დარჩნენ ამ კომფორტის ზონაში. სამწუხაროა, რომ ქვეყანა ამ გზით მიჰყავთ," - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

    ეთანხმებით თუ არა გიორგი აბაშიშვილს, რომ დებატებში გამოწვევა უღირსად მოხდა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):რატომ არის უღირსი საქციელი? დედა უნდა აგინონ ერთმანეთს თუ მუშტიკრივში იწვევენ? დაჯდეს ორი ჯენტლმენი, წესიერი, ნორმალური კაცი და იდებატონ. პრეზიდენტი განათლებული, ფილოსოფოსი კაცია, საუბარი არ გაუჭირდება.

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი); უღირსი საქციელი იყო ის, რომ გუშინწინ პალამენტში პრეზიდენტს დებატებში მონაწილეობა არ მიაღებინეს. ეს სასაცილოა. პარლამენტის დარბაზში მთავრობა აღარ იჯდა. რომელ რეგლამენტზე საუბრობს პარლამენტი, რომლის წევრებიც დარბაზში არ სხედან? მათ არ უნდოდათ, რომ პერზიდენტს ყველაფერზე ესაუბრა. როდესაც ადამიანს ბრალს სდებ, მისგან პასუხიც უნდა გაინტერესებდეს. უმრავლესობა ამბობდა, რომ დებატების ფორმატი მიუღებელია, რადგან საზოგადოებასთან უხერხულია. სატელევიზიო დებატები პრეზიდენტთან ღია ეთერში უხერხული არ იქნება? ამდენი ხანია, ვუყურებთ ძალიან უპასუხისმგებლო პარლამენტს. საბავშვო ბაღია და დამრიგებლის თითის დაქნევის მოლოდინში დგანან. ცოტა ხანი კიდევ ვაცლით და მერე საზოგადოება ალბათ გარეთ უნდა გამოვიდეს, რადგან გარკვეული ტუტუცი პარლამენტარების ატანა არ შეიძლება.

    გუშინწინ რაც პარლამენტმა გააკეთა, შეიძლება ამის ფონზე პრეზიდენტს დებატებში მონაწილეობა არ უნდა და რაღაც პროვოკაციასაც კი ელოდება. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მას არგუმენტები ექნება თუნდაც იმ ავადსახსენებელ შეწყალებაზე. უხერხულია, რაც გუშინწინ პარლამენტმა გააკეთა, იგი ძალიან ძველმოდურ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდის პარლამენტს ჰგავს. უნდა მორჩეს ეს მამაძაღლობა. სულ მგონია, რომ ყურაღდება გადააქვთ, რადგან დაკავებულები არიან კორუფციით და სულელური რეგულაციებით. ისე გამოვცვლით, რომ ამას დიდი რევოლუცია და სისხლისღვრა არ დასჭირდება. დღისით, მზისით, აი, ამ უზნეო პარლამენტს გამოვცვლით.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ეს პარლამენტში გუშინწინდელი შეხლა-შემოხლის ანარეკლია. მე, საერთოდ, მომხრე ვარ, რომ ყველამ დაიცვას მთელი სიზუსტით, სიტყვა-სიტყვით, კანონმდებლობის მოთხოვნები. არ შეიძლება იმის თქმა, რომ კენჭი უყარე და დებულება გადააკეთე. ეს არასერიოზული იყო, ასე მგონია. ამიტომ პრეზიდენტი უნდა დალოდებოდა, როგორც რეგლამენტით არის გათვალისწინებული და შემდეგ შესულიყო პოლემიკაში. ახლა მგონია, რომ პრეზიდენტი ამ პოლემიკაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ვფიქრობ, რომ უარი არ უნდა თქვას.

     ირმა სოხაძე (მომღერალი): ხომ იცით, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა. გუშინწინ ორივე მხარეს უნდოდა, რომ საქმე კი არ გაკეთებულიყო, არამედ კონფლიქტი მომხდარიყო. პრეზიდენტმა რაც შესთავაზა, მათ არ გაითვალისწინეს. მათ რომ არ გაითვალისწინეს, პრეზიდენტი გაბრაზდა. საბავშვო ბაღის ბავშვებივით გაიბუტნენ და იჩხუბეს. მგონი, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია ნებისმიერი გზით. თუ არის დებატის შეთავაზება, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ვთხოვდი ბატონ გიორგის, რომ ეს საშუალება გამოიყენოს, არაფერი ამაში უღირსი და ცუდი არ არის.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (04.05.2018)
    მშვენიერო თაკო! ამ ბოლო პერიოდში ყოველ თქვენს გამოსვლას სხვადასხვა შოუებში ვუსმენ, მომწონს თქვენი შემართება! ნამდვილად დროა ვიფიქროთ ამ ქვეყნის მოღალატე პარლამენტის კეტით გასტუმრებაზე. ვუსმენ კობახიძეს, თალაკვაძე, მდინარაძეს, ჩოგოშვილს, სოფიკო კილაძეს და მათ ამფსონებს და გული ზიზღით მევსება, ეს მლიქვნელების, ფულის მონები ვაზელინით გაჟღენთილები ჩვენ ჭკუას გვარიგებენ და ეს მათხოვრები დიდაქტიკურ ტონით საუბრობენ! დროა ყველაფერს წეტილი დაესვას, როდემდე უნდა ვუსმინოთ ბესელია-სესიაშვი-ვოლსკისა და მათ ნაშიერებს? ეს მასხარა ქალბატონი, ზედმეტად "ჭარბტონიანი" დოდოშკა აღარ დაგვანებებს თავს!, გვძულხართ!!!!

    გელანდენვაგენი   (04.05.2018)
    ვეთანხმები!!! მელიას მიეცით ყველამ ხმა, პატიოსანი კაცია, თან ვეგეტერიანელია! როდესაც ხომ უნდა ავირჩიოთ ვეგეტერიანელი პრეზიდენტი, ამით ევროპასაც გავაოცებთ!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved