სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    05.05.2018

    „ვარდების რევოლუციის მოედანს" შესაძლოა, სახელი გადაერქვას და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელობის ეწოდოს. ინიციატივა თბილისი საკრებულოს ეკუთვნის.

    ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.აზრთა სხვადასხვაობაა თავად „ქართულ ოცნებაშიც".

    პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური მოედნისთვის სახელის შეცვლის წინააღმდეგია. როგორც ძიძიგური აღნიშნავს, ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, ისტორიული ფაქტი, რომელიც ქვეყანაში მოხდა და მისთვის სახელის გადარქმევა არ იქნება სწორი.

    „მე არ ვარ ამის მომხრე. ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელიც მოხდა ამ ქვეყანაში და რომელიც არის ისტორიული ფაქტი, რომელსაც ვერ გაექცევი. მე თუ მკითხავ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თვითმართველობები წყვეტს ამას, მაგრამ, მიმაჩნია, რომ სწორი კონცეფცია ის კონცეფციაა, რომელიც აქვთ გერმანიაში. მაგალითად, ბერლინის შუაგულში ცენტრში დგას რუსი ჯარისკაცი ძეგლი, რომელსაც გერმანელი გოგონა უკავია ხელში და მიუხედავდ იმისა, რომ რუსებმა გამარჯვების შემდეგ გაძარცვეს მთელი გერმანია, გადაუარეს იქ მოსახლეობას და წამოიღეს რისი წამოღებაც შეიძლებოდა, გერმანელებმა ხელი არ მოჰკიდეს ამ ძეგლს, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაიდგა და ისინი თვლიან რომ ეს არის ისტორია. ის რაც ჩვენი ისტორიის ნაწილია უნდა შევინარჩუნოთ", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის" ეთერში.

    უნდა გადაერქვას თუ არა სახელი ვარდების მოედანს? - ამ კითხვით „რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): „ნამდვილად არა. ამ მოედანს ვარდების სახელი ეწოდება არა რომელიმე პარტიის ან კერძო პირის სახელის გამო, არამედ იმ მოვლენის აღსანიშნად, რაშიც საქართველოს მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა, ანუ ვარდების რევოლუციისთვის.

    „ძალიან მნიშვნელოვანია პირველი რესპუბლიკა, მაგრამ თბილისში არის სხვა მოედნები, რომლებსაც თამამად შეიძლება ეწოდეს ეს სახელი. ეს არის ჩვენი ისტორიიის ერთი ფურცლის წაშლა და ისტორიას ვერავინ ვერ წაშლის, ადამიანის მეხსიერება, საბედნიეროდ, მას ინახავს."

     გივი სიხარულიძე (მწერალი და მსახიობი): „ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. ჩვემთვის არც ვარდების რევოლუციაა რამის მთქმელი და არც პირველი რესპუბლიკა. ჯობია საქმეს მიხედონ, ვიდრე მოედნებს სახელები უცვალონ."

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  პირველი რესპუბლიკის მოედანი საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს. ვარდების მოედანს დაერქმევა თუ სხვას, ეს უკვე ცალკე საკითხია. თუმცა, მაინც მომხრე ვარ, რომ ისეთ ადგილს, როგორც ცენტრალური მოედანია, შეიძლება ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული სახე ჩვენი ისტორიული მეხსირებიდან გამომდინარე. ალბათ ჯობია, რომ იყოს პირველი რესპუბლიკის მოედანი."

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): „სახელს დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ სხვა სახელს მოიგონებენ. საქართველოს ისტორია ბევრ სახელოვან ადამინს იცნობს. საზოგადოებას გამოკითხონ და ისინი მათ აზრს მიაწოდებენ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რას ფიქრობს ამ საკითხე დედაქალაქის მოსახლეობა."

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved