სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    07.05.2018

    "პირველი რადიოს" ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტობის კანდიდატზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, პარტიის ყრილობაზე, რომლიც 11 მაისს არის დაგეგმილი, ახალ თავმჯდომარესთან ერთად, საპრეზიდენტო კანდიდატიც გამოცხადდეს. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი, შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს.

    მიმომხილველებისა და ექსპერტების ერთი ნაწილი ამ ვერსიისკენ იხრება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ივანიშვილს შემდეგი ლეგიტიმაცისთვის პრეზიდენტობა სჭირდება.

    რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ივანიშვილი იყოს? - ამ შეკითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გოგი თორაძე (კინორეჟისორი): ნებისმიერი კანდიდატურა შეუძლიათ, დაასახელონ, ისეთიც კი, საერთოდ რომ არ გვიფიქრია, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა. ახლა კი, შესაძლოა, ამ ყველაფრის დასალაგებლად ივანიშვილის კანდიდატურა წამოაყენონ, რაც მაინც ნაკლებად რეალურად მეჩვენება.

    ვინც ახლა პარლამენტშია, არ მგონია, ვინმე იმათგან შემოგვთავაზონ, რადგან სიტუაცია დაშლის პირასაა, პრეზიდენტობის დროს კი რაც მოხდება, ცხადია. უფრო ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც დაალაგებს სიტუაციას, საჭიროა, იგრძნობოდეს, რომ ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრეზიდენტი.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): არ მიმაჩნია რეალურად. მესმის ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკურ სცენაზე, მაგრამ მას პასუხი ექნება გასაცემი ყველა იმ დაპირებაზე, რაც საზოგადოებას მისცა.

    ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ ვერ შესრულდა ეს დაპირებები, თითოეული მათგანი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიბრუნებს ის ავტორიტეტს, რომელიც ადრე აშკარად ჰქონდა. არ მგონია, ბატონმა ბიძინამ გარისკოს და თავი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინოს.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): ძალიან რეალურად მიმაჩნია, მომწონს ეს აზრი და მივესალმები.

     

     

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): რეალურად მიმაჩნია, ჩემი აზრით, ივანიშვილი თუ პრეზიდენტად მოგვევლინება, "ოცნება" არ დაიშლება, პირიქით, ამუშავდება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved