სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    09.05.2018

    საქართველოს ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და მოითხოვენ, დროულად დადგინდეს, რა მავნე ნივთიერებით გარდაიცვალნენ ახალგაზრდები. ამის შესახებ მათ კლუბ "ბასიანის" ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

    "შეწყდეს რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინდუსტრიას. შეწყვიტონ მედიასაშუალებებმა საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება ჩვენს საქმიანობასთან. დროულად იქნას დადგენილი, თუ რა მავნე ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ადამიანები და სასწრაფოდ მივიღოთ პრევენციული ზომები, ექსპერტიზის პასუხები გახდეს საჯარო.

    "შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ ყველა ზომა, რომ ვებ-გვერდების საშუალებით მომწამლავი ნივთიერებები ხელმისაწვდომი არ იყოს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს პრევენციული შინაარსის მქონე საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა სტერეოტიპულ მიდგომებზე, არამედ ადამიანებზე ზრუნვის პრაქტიკებზე.

    "გადამზადდეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რათა ამა თუ იმ სუბსტანციით ზედოზირების შემთხვევაში, შეძლონ ადამიანების დროული და ეფექტური დახმარება. გადაიდგას ნაბიჯები ლიბერალური ნარკოპოლიტიკისკენ, რომელიც ზრუნვასა და პრევენციულ მიდგომებზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ უფლებებს ბოლომდე დავიცავთ და პასუხს მოვითხოვთ უსაფუძვლო ცილისწამებისთვის. ამასთან ერთად, მომხმარებლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან", - აცხადებენ ინდუსტრიის წარმომადგენლები.

    უნდა გაითვალისწინოს თუ არა მთავრობამ მათი მოთხოვნები? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგი ისაა, რაც სახეზეა და საერთოდ ამაზე უარესიც იქნება. ჩვენ ამისათვის მზად არ ვართ და კიდევ კარგა ხანს არ ვიქნებით საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ნარკოტიკები არ მოიხმარონ და ახალგაზრდები ასეთ მდგომარეობაში არ ჩაცვივდნენ. მარტო გამოძიება და ულტიმატუმი საქმეს არ უშველის, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მომავალი იღუპება.

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):ლიბერალური ნაბიჯი კლუბების ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი არ არის. ამაზე ნარკოლოგებმა და ფსიქიატრებმა უნდა იფიქრონ. გარკვეულწილად ვეთანხმეები იმ ნაწილში, რომ ეს არის მძიმე დაავადება და ამას მკურნალობა და სარეაბილიტაციო ცენტრები სჭირდება. რა თქმა უნდა, უპირველესი დამნაშავეები კლუბები არ არინ. ნარკოტიკი ქვეყანაში შემოდის. სანამ კლუბამდე მივა, მანამადე ნარკოტიკმა ხომ რაღაც გზა გაიარა.

    შეიძლება, ადამიანმა კლუბში შესვლამდე მიიღო ნარკოტიკი, ამიტომ ასეთი საუბარი არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ობიექტური და დროული გამოძიება უნდა ჩატარდეს. შეიძლება, მართლა ცილს სწამებენ რომელიღაც წესიერი კლუბის ხელმღვანელს და მას არ სურს, რომ ტალახში აღმოჩნდეს. სად არის უშიშროება, ქვეყანას უშიშროება საერთოდ ჰყავს? სად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო? სანამ "რუსთავი 2"-მა არ აჩვენა, ნარკოტიკი როგორ და სადან მიჰქონდათ, მანამ მოსახლეობას არაფერი არ გაგვიგია. ნარკომანების დაჭერა და დიდი სასჯელით ციხეში გამომწყვდევა რომ არ შეიძლება, ეს ფაქტია.

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცდნე):მგონი, ახლა ულტიმატუმების უფლება არავის არ აქვს. კლუბებში რომ ახალგაზრდები იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს, მსუბუქს თუ ძლიერს - ეს ნამდვილია. ვფიქრობ, საჭიროა, ახალგაზრდებს ერთობლივად დავეხმაროთ როგორც კუბებში, ისე მის გარეთაც, რომ ამ ჯოჯოხეთურ გამონაბოლქვს არ გაეკარონ. ვერ დავეთანხმები, რომ ამის გამო კლუბები უნდა დავხუროთ, რადგან იქ ის ახალგაზდებიც არიან, რომლებიც ნარკოტიკს არ იღებენ. გარდა ამისა, კლუბებში შემოქმედი ახალგზარდები თავიანთ მუსიკას ქმნიან.

     რეზო მიშველაძე (მწერალი):ნარკოტიკების პრობლემა, ჩვენი ხელისუფლებისა და პარლამენტის გადამკიდე, ჩიხში შევიდა. რა თქმა უნდა, სანამ ხელაღებით დააბრალებდნენ ღამის კლუბებს, თქვენ ავრცელებთ საკლუბო ნარკოტიკს და ამის გამო ახალგაზრდები იხოცებიანო, ხელისუფლებას რიტორიკა კი არ უნდა აეტეხა, არამედ გულდასმით შეემოწმებინა, მართლა არის თუარა ღამის კლუბებში ისეთი ნარკოტიკი, რომელსაც როცა კლუბშიგასართობად მისულიადამიანი მოიხმარს, მივა სახლში,დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს.

    ჩვენი ოპერატიული სამსახურების მუშაობისგადამკიდე ისიც კი ვერ დადგინდა, რა საშუალებით და როგორ ვრცელდება და იყიდება ესნარკოტიკი ინტერნეტით.მიმაჩნია, რომ სათანადო საგამომძიებლოორგანოებმა გულდასმით, ძირფესვიანად უნდა გამოიძიონ,რა, როგორ, რანაირად ხდება ამ ღამისკლუბებში და სათანადო ზომებს შემდეგ მიმართონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved