რეზონანსი
28.07.2020

ვერძი

დღევანდელი დღით შესაძლოა გულნატკენი დარჩეთ, მაგრამ სამაგიეროდ გაიგებთ ვინ - ვინ არის სინამდვილეში. იყავით წინდახედული, თუ ვინმესთნ გაბუტული ხართ დღეს იოლად შემოირიგებთ.

კურო

თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ, ნუ იტრაბახებთ წარსული მიღწევებით, პირად თუ ზოგადად სხვა ნებისმიერ საქმეში. ნუ იწუწუნებთ რათა არ დააფრთხოთ იღბალი თქვენს საქმიანობაში.

ტყუპები

მშვენიერი პერიოდია განსაკუთრებით იმ საკითხებისთვის, რომელიც გადაადგილებასა და ინფორმაციებს უკავშირდება. შეეცადეთ აირიდოთ ოჯახური კონფლიქტი, რომელიც დიდი ალბათობით ოჯახის ბიუჯეტთან დაკავშირებული იქნება.

კირჩხიბი

ელოდეთ ცვლილებებს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს შესაძლოა ყველასთვის სხვადასხვა თემას ეხებოდეს, მაგრამ ირიბად თუ პირდაპირ მაინც დაკავშირებული იყოს ოჯახთან და სახლთან.

ლომი

შეეცადეთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები, ან ისინი რომელიც გადადებული გაქვთ, ან რაიმე მიზეზით შეფერხდა, მხოლოდ ამგვარად მიაღწევთ წარმატებას, მთავარია უკან არ დაიხიოთ.

ქალწული

შესაძლოა დღეს სამსახურში დამატებით რაღაც საქმე დაგავალონ, ან ოჯახში სხვისი შეცდომების გასწორება მოგიწიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ ფუჭად არ დაკარგოთ დრო და ენერგია.

სასწორი

ნებისმიერ საქმეში დღეს მომგებიანია თუ იქნებით აქტიურ პოზიციაზე, შესაძლოა დაიწყოთ ახალი სამსახური ან ახალი საქმე. ახლა თამამად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ გადადებული პრობლემები.

მორიელი

ნურავის დაუპირისპირდებით, სასურველია დღეს უარი თქვათ ისეთ საქმეებზე, რომელმაც არ მოიტანა სასურველი შედეგი, საქმეები სადაც ფუჭად ერთ წრეზე გიწევთ ტრიალი.

მშვილდოსანი

შინაგანად უფრო მშიდი და გაწონასწორებული ხართ. თუ წინათ უსამართლოდ მოგექცნენ, ახლა შესაძლოა აღიდგინოთ პოზიციებიც და ავტორიტეტიც.

თხის რქა

გულღიად განიხილეთ ამოცანები და პრობლემები კოლეგებთან და განსაზღვრეთ მათი მიმართულება. ნუ მოაწერთ ხელს კონტრაქტებს და ნუ გააფორმებთ გრძელვადიან ხელშეკრულებებს.

მერწყული

მეგობრებისგან შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ. თქვენს ცხოვრებაში მატულობს პოზიტიური მოვლენები, მათ შორის მატერიალურ სფეროშიც.

თევზები

პირად ურთიერთობებში შესაძლოა მოქმედების სცენარი შეიცვალოს, აქტუალური გახდეს რაღაც ახალი თემა, რისი მიზეზითაც დაგჭირდებათ ცვლილებების შეტანა თქვენს გეგმებში. ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები მომგებიანად ვითარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×