რეზონანსი
30.07.2020

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, ია ფარულავას დაუპირისპირდა და სპეციალური მიმართვა გაავრცელა:

“პაროდიები ბევრი გაუკეთებიათ ჩემზე და თითქმის ყველა მათგანი მომწონს და მეც კარგად ვიცინი ხოლმე საკუთარ თავზე, მაგრამ ასეთი მდაბიო და დაბალი დონის “შუტკა” არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის კი არა, საკუთარი თავისთვის, რაც შენ დაუშვი შენს გადაცემაში.

კოლეგიალობაზე აღარ ვლაპარაკობ - ეს ან იცი, ან - არა ადამიანმა და თუ არ გესმის ვეღარავინ აგიხსნის. მესტიაში ერთად ვიყავით ერთი სამეგობრო და თურმე სად ვარ, სწორედ იმ დღეებში რეები მოგიმზადებია…

ზურგსუკან გყვარებია ჩხლართაობა ჩემო ია და რა ძალიან ცუდია ეს!

თან რად გიღირდა - 3 პროცენტიან რეიტინგად? 3 პროცენტს ორი დღის გახსნილ ” იბერიაშიც” კი არ ვწერდით არათუ ამხელა ” რუსთავი-2ზე”და მანდ გგონიათ რომ გადაცემა აქვთ და ამ დაბოლებებით კმაყოფილდებიან? ამდენი ადამიანის განაწყენება და შეურაცხყოფა და დაკარგვა თუ გიღირდა 3-პროცენტიან რეიტინგად კი ბატონო, ასე გააგრძელე ია ფარულავა”.

შეგახსენებთ, ია ფარულას გადაცემა “ფარულ კონვერტში” სტუმრად ჰყავდა მოდელი და დიზაინერი, გიორგი ნაზღაიძე. ნაზღაიძემ იას უამბო, როგორ ერთობოდა კარანტინის დროს:

"ფოტოკოლაჟებს ვქმნიდი და ვაზიარებდა წარწერით, მაგალითად მაკა რაზმაძის ფოტოზე ეწერა – “იყო თუ არა მუზა “star trek” შექმნელებისთვის მაკა რაზმაძე?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×