რეზონანსი
10.08.2020

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ოჯახური საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და დამატებითი ვალდებულებების აღება მოგიწიოთ. აუცილებლობის შემთხვევაში, გირჩევთ, დახმარებისთვის მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს მიმართოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფული ყაირათიანად ხარჯოთ, რადგან წინ დაუგეგმავი ფინანსური გასავალი გელით.

კურო

ხელსაყრელი დღეა საკუთარი მდგომარეობის შეფასებისა და დაგეგმვისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრიორიტეტები დაგეგმოთ და დრო სწორად გაანაწილოთ. ამ დღეს იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ძალიან ბევრს ფიქრობთ, შესაძლოა, შესანიშნავი შედეგები მოგიტანოთ. თქვენი ენეგიულობა გარშემო მყოფებს აღაფრთოვანებს.

ტყუპები

ინფორმაციის მიღებისა და სულიერი განწმენდის დღეა. შესანიშნავი დღეა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისა და პარტნიორების საიმედოობის შეფასებისთვის. ახალმა იდეებმა და არასტანდარტულმა აზროვნებამ შესაძლოა, სასურველი შედეგი მოგიტანოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს წარმატება მხოლოდ მათი ხვედრია, ვისაც შეუძლია საკუთარი მოქმედება კარგად დაგეგმოს და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს. შესაძლოა, საკუთარ პრობლემებზე ვინმესთან საუბრის სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ შესაძლოა, საკუთარი გულახდილობით იმედგაცრუებული დარჩეთ.

ლომი

ვარსკვლავები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ გაფრთხილებენ. ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, ფიზიკურ დატვირთვებს და ყველაფერს, რაც რისკთან არის დაკავშირებული. ქრონიკული დაავადების გამწვავება რომ თავიდან აიცილოთ, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიმართეთ.

ქალწული

ამ დღეს ოჯახური საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და დამატებითი ვალდებულებების აღება მოგიწიოთ. აუცილებლობის შემთხვევაში, გირჩევთ, დახმარება ახლობელ ადამიანებს სთხოვოთ. ეცადეთ, საკუთარი დრო სწორად გაანაწილოთ.

სასწორი

ეს დღე სულიერ ჰარმონიას და სამართლიანობის განცდას მოგიტანთ. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შესანიშნავი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, მშენებლობისა და რემონტისთვის. დღის პირველ ნახევარში შექმნილი ქაოსი და წვრილმანი საქმეები განწყობას გაგიფუჭებთ, თუმცა საღამოს შეიძლება, სარისკო პროექტების განხორციელებას თამამად შეუდგეთ - ვარსკვლავების მფარველობა გარანტირებული გაქვთ.

მორიელი

უნდობლობა და ეჭვიანობა ხელს გიშლით, დაამყაროთ ურთიერთობები, რომლებიც კეთილდღეობას მოგიტანთ. მიმდინარე საქმეებთან გამკლავება გიჭირთ. ეს მოითხოვს თქვენგან ძალების კონცენტრაციას და რეალობის ობიექტურ შეფასებას. ეცადეთ, მეტი მიმტევებლობა გამოიჩინოთ ახლობელი ადამიანების შეცდომების მიმართ.

მშვილდოსანი

ინფორმაციის მიღებისა და ზნეობრივი განწმენდის დღეა. ამ დღეს ახალი, საინტერესო იდეები და არასტანდარტული აზროვნებაც კი ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს, ამიტომ გირჩევთ, აქტიურ მოქმედებებზე უარი თქვათ და შეისვენოთ.

თხის რქა

მოსალოდნელია სირთულები ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში და კრიტიკული შენიშვნები უფროსობის მხრიდან. წინდახედულება და ინტუიცია შექმნილი წინააღმდეგობის გადალახვაში დაგეხმარებათ.

მერწყული

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, ამიტომ უარი თქვით ახალ ნაცნობობაზე, კომერციულ საქმეებში აქტიურობაზე და გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაზე. მოსალოდნელია ფარული მტრების ჩარევა, მცდარი რჩევენი და არაკეთილმოსურნეთა პროვოკაციები.

თევზები

ამ დღეს სიფრთხილე და წინდახედულება გჭირდებათ. თავი შეიკავეთ აქტიური მოქმედებებისგან და ლოდინის რეჟიმში გადადით. შესაძლოა, ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს და ქრონიკული ხასიათი შეიძინოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×