რეზონანსი
12.08.2020

სვანეთში მომუშავე მედიცინის მუშაკი, ნინო ჯაფარიძე, რომელის შესახებ ბოლო დღეებში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, ვრცელ განმარტებას აკეთებს:

,,მათთვის ვისაც არ სჯეროდა და სჯერა კორონა ვირუსის არსებობის. დროა დაიჯეროთ ის ჩვენს გვერდზეა, ან უკვე ჩვენს სხეულშია.

რამდენი დღეა ვფიქრობ რა დააშავა ხალხმა ვინც უკვე ინფიცირებულია ან აწი დაინფიცირდებიან?

მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო: რამოდენიმე დღეა ვტირივარ არა საკუთარ თავზე, არამედ თქვენზე ჩემო სვანებო, თქვენზე ვის ჯანმრთელობის და საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად მუდმივად ვზრუნავდი, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ერთი და ორი მერცხალი გაზაფხულს სვანეთში ვერ მოიყვანდა.

ეგება პასუხი გამცეს ვინმემ რატომ არ გაიხსნა ცხელების ცენტრი მესტიაში? როცა სამედიცინო დაწესებულება სადაც ამ სერვის მიიღებ არ გაქვს ან გაქვს სადღაც მინიმუმ 140 კილომეტრში რა უნდა ქნა?

ამ დღეებში არის საუბარი, თურმე მე დავდიოდი პაციენტებთან სახლში, მე მაქვს დადასტურებული კოვიდ ინფექცია, მე ვავრცელებდი ინფექციას. მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, უფალს მადლობას ვუხდი დადასტურებული კოვიდ ინფექცია ჯერ არ მაქვს ამდენად თქვენთვის ზიანის მოტანა არ შემეძლო. აწი რაც დამემართება იმაზე ბოდიშს ვერავის მოვუხდი, იმიტომ რომ მე არ დავდიოდი პაციენტებთან სახლში, პაციენტებს ვემსახურებოდი რეკომენდაციების დაცვით საავადმყოფოში, სავადმყოფოში სადაც აქამდე არაფერი მევალებოდა პაციენტების მომსახურების გარდა, თუ ინფიცირებული გავხდები რასაც ალბათ ვერ ავცდები დაზარალებული ვიქნები ჯანდაცვის სამინისტროს დამსახურებით იმის გამო რომ აქ ცხელების ცენტრი არ გახსნა. ცხელების ცენტრის არსებობის შემთხვევაში პირველივე მოსიარულე პაციენტს მოვიყვანდი სატელეფონო საუბრით, დიაგნოზიც დადგინდებოდა და სახელმწიფო თავისი მოსახლეობით ამ დღეში არ ჩავარდებოდა.

ისე ვინც განმიკითავთ ან განმიკითხოთ უფალს ვთხოვ ჯანმრთელად გამყოფოთ, ვთხოვ მხოლოდ მე ვიყო ბოლო ინფიცირებული მსოფლიოში, თუნდაც ბოლო მსხვერპლი კოვიდ ინფექციით.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ეკა   (13.08.2020)
უსიპტომო კორონა საქართველოშია არ იჯავროთ კორონა იკურნება ჰოსპიტალის ჰაერზე... მოგცემენ გამხნევებას და გეტყვიან ,, უნდა გიხაროდეთ შენ არ გჭირდება წამალი, არანაირი ანტიბიოტიკი, ის თავისით გაგივლის...” იბრძოლე მეორე ტესტზე რადგან ტესტი ტყუის ბრაკები შემოგვაპარეს და ხალხი პანიკაშია

ჟუჟუნა   (13.08.2020)
ჯამრთელად გამყოფოთ ღმერთმა

კახელი   (12.08.2020)
ავადმყოფობა არც სირცხვილია, არც საყიდელია. არავინ იცის ვის რა უწერია.ამიტომ ნუ ნერვიულობთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×