რეზონანსი
12.09.2020

“ქართული ოცნების” სიის პირველ ოცეულში, ვიქტორ სანიკიძესთან ერთად, კიდევ ერთი სპორტსმენი დავით კაჭარავა მოხვდა. პოლიტიკის გზაზე შემდგარ რაგბისტს დავით კაჭარავას პირად ცხოვრებაში უკვე ორჯერ არ გაუმართლა. წარსულში ის დაქორწინებული იყო ანკა დუნდუაზე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაშორდა. 

მეუღლესთან დაშორების შემდეგ, კაჭარავას ცხოვრებაში ახალი სიყვარული ტანმოვარჯიშე და ყოფილი ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი გამოჩნდა. 

აშკარა იყო, რომ წყვილი თავს ერთად ბედნიერად გრძნობდა, თუმცა უკვე თითქმის ხუთი თვეა დაშორდნენ. ქეთიმ ინსტაგრამიდან დათოს ფოტოები წაშალა, დავით კაჭარავას კი საყვარელი ქალის ფოტო ისევ უდევს პირად გვერდზე.

"არ მინ­და მაგ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, ორი დღის წი­ნაც და­მი­რე­კა ჟურ­ნა­ლის­ტმა და თავს ვი­კა­ვებ ამა­ზე სა­უბ­რის­გან. თქვენ რო­გორც გინ­დათ, ისე და­წე­რეთ. თუ პი­რად­ზე გინ­დათ ლა­პა­რა­კი, გე­ტყვით, რომ ამა­ზე მე და დათო არ ვსა­უბ­რობთ", - განუცხადა "ამბებს" ხატიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×