რეზონანსი
12.09.2020

ვერძი

მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებებს, სულ მცირე წყენაც კი შეიძლება კამათსა და გარჩევებში გადაიზარდოს. დაკავდით ოჯახური სიტუაციების დალაგებით.

კურო

შესაძლოა გაიგოთ რაღაც ახალი და საინტერესო ამბავი, რომელიც არა მხოლოდ სასიამოვნო იქნება თქვენთვის, არამედ სასარგებლოც. სულ სხვა კუთხით შეხედავთ მიმდინარე მოვლენებს.

ტყუპები

ვითარება მოითხოვს ყურადღება გაამახვილოთ თქვენი საქმიანობის ფინანსურ მხარეზე და საჭიროების შემთხვევაში ყველა დეტალის გათვალისწინებით მოაწესრიგოთ დოკუმენტაცია.

კირჩხიბი

დღეს ეცადეთ აიმაღლოთ განწყობა, სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხზე ადვილად ღიზიანდებით და ემოციურად მძაფრად რეაგირებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ლომი

შესაძლოა გარემოებამ დასვენებისა და მოშვების საშუალება არ მოგცეთ, ახლა საჭიროა აქტიურობა, გინდათ ეს თუ არა მოგიწევთ ახალი „თამაშის“ წესების მიღება, შემდეგ უკვე მხოლოდ უნდა მიჰყვეთ მოვლენებს.

ქალწული

შესაძლოა დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლი ჰქონდა. ნუ აჰყვებით ფანტაზიას, გაიხსენეთ ის ყველაფერი რამაც ეს ყველაფერი წარსულად აქცია.

სასწორი

სასურველია გაერიდოთ ხმაურსა და კომუნიკაციებს, რადგან დღეს ყველა თქვენს გაღიზიანებას იწვევს, განმარტოვდით, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, ჩაუჯექით საინტერესო ფილმს ან წიგნს.

მორიელი

კარგი დღეა შეხვედრებისთვის, როგორც პირად-სასიყვარულო ასევე საქმიანი. შესაძლოა კონკრეტულ ადამიანში სულ სხვა თვისებები აღმოაჩინოთ და სასიამოვნოდ გაოცებულიც დარჩეთ.

მშვილდოსანი

დღეს პრობლემები თითქოს თავად დაეძებენ მშვილდოსნებს, რაც მეტად ერიდებით კონფლიქტურ სიტუაციებს თითქოს მით მეტად ეხვევით გაუგებრობებში. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

თხის რქა

სასურველია დაისვენოთ და თავი აარიდოთ ყოველდღიურ წვრილმანებს, ნუ შეეცდებით ვინმესთვის რაიმეს მტკიცებას. ნურც საკუთარ თავს აიძულებთ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არ გინდათ.

მერწყული

შეიქმენით განწყობა, ეს დაგეხმარებათ კომუნიკაციების დარეგულირებაში. შეეჭიდეთ მხოლოდ ისეთ საქმეებს, რომელსაც დამოუკიდებლადაც მშვენივრად გაართმევთ თავს.

თევზები

დღეს ადვილად შეძლებთ მომგებიან სიტუაციაში საკმაოდ ეფექტურად თავის წარმოჩენას. იყავით გაბედული და ნუ ეცდებით თქვენი შესაძლებლობებისა და უნარების დაფარვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×