რეზონანსი
14.09.2020

ამერიკაში წასული ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავირუსის შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, თავადაც იყო ცუდად და სხვებს სიფრთხილისკენ მოუდებს. ის მიმართავს საზოგადოებას, რომ საზოგადოებრივ შეკრების ადგილებში ყოფნას მოერიდონ.

„ვინც ამბობთ, რომ კორონა არ არსებობს, ბოდიში მოუხადეთ კორონათი დაღუპულთა ოჯახებს! გაკოტრებულ ბიზნესებს! იმათ, ვისი დანაკარგი სამუდამოა და შეურიგებელი! წაიღეს ტვინი! მსოფლიო არ გამოდებილდა! იარაღია კორონა თუ რა არის, კორონა კლავს! და „წინწასულობაზე“ თავს ნუ დებთ! მეც ვიყავი ავად და ვიცი რა არის ეს! ნუ აბოლებთ ხალხს, ნუ კლავთ ამ „პროტესტებით“! მკვლელობაში ეხმარებით გლობალური მკვლელობის პროექტს! ადამიანებო, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით 2 მეტრი დისტანცია! ნუ დადიხართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ნუ ეხვევით ერთმანეთს! ელემენტარული შეგნების ამბავია,“- წერს მსახიობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×