რეზონანსი
14.09.2020

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აცნობს.

„კოვიდდადებითი დღე 4.

ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია. მეჩვენება რომ გრავიტაცია ჩემს სხეულზე 5-ჯერ ძლიერად მოქმედებს და ძალიან მაგრად ექაჩება სადღაც. განსაკუთრებით ფეხები და წელი ვერ უძლებს.

ცოტა მახველებს. როცა ინჰალატორია ჩართული, ყურსასმენებს ვიკეთებ, ვითომ არ მესმის.

გადასხმა არ მჭირდება, ვსვამ პლაქვენილს. ყოველ დილით სისხლის აღება აუცილებელია, ექიმებთან კომუნიკაცია მინიმალური. მედდა ლალი ისევ ენერგიულად დაქრის, ან არ ეძინება ან არ იღლება?! სიცხე რომ არ გვაქვს, ისე გვაქებს, ვითომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

გვერდით ერთი წლის ბავშვია და ვერ ვიტან სავალდებულო პროცედურები რომ უწევს, ვერ იგებს რას ერჩიან, ბავშვები არ უნდა ხვდებოდნენ აქ!

ტელეფონი დამივარდა, რირშახის ტესტივითაა ეკრანზე უშველებელი ლაქა, ხან ღამურად აღვიქვამ, ხან გაბრაზებულ ზაზუნად (უნდა ვიკითხო ხომ მშვიდობა მაქვს), ვარაუდით ვწერ ტექსტებს.

ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე 6 ნაბიჯია, ნახევარი ჩემია.

დილით ლევანი რეკავს ყავა მოგენატრებოდაო და ამომიგზავნა ნამცხვრებთან ერთად, გემო თითქოს გავიგე, მგონი ბრუნდება. ვიჯღნავლე-ლევანის ცოლი ექიმია აქ და თავზე აყრია საქმე, ამ დილით სამსახურში, რომ მიდიოდა ორივე და ჩემი ყავა გაახსენდათ, კია საჯღნავლი.

აქ ზოგადად ძალიან გულჩვილი ხდები, დღეში რამდენჯერმე ვტირი გარანტირებულად. ხან მოწერილ გამამხნევებელ მესიჯებზე, ხან გარედან შემოსულ, ცოცხალი ქალაქის ხმაზე, ხან კირას კითხვაზე დე მალე მოხვალ თუ არა-მალე‘ და მე რომ უნდა ვუთხრა „არა-მალე“, ხან გაურკვევლობაზე. ვიკა ბუკიას ირინკამ მომიკითხა და ღნავილით მოვკვდი, რაღაცნაირი სევდიანი კავშირი რომ გვაქვს, მარტო ჩვენი, კორონული…

ჩემი კოვიდმეზობელი ნინო კარგადაა, თავისი კლასტერიდან დაურეკეს წეღან: -კორონა როგორა ხარო? იგუდებოდნენ სიცილით. მერე იმან იქედან თავისი კოვიდ მეზობელი გვაჩვენა 62 წლის ქალი, საწოლზე ყირაზე იდგა, ფეხები კედელზე შემოელაგებინა და იქნევდა – ვარჯიშობსო, ისევ ვიცინეთ.

უელბეკს ვკითხულობ, მაგრამ მინდა „სამხრეთული სპილო“ არ მქონდეს წაკითხული და ახლა, აქ ვკითხულობდე. ან გორგილაძეს ქონდეს რამე ახალი გამოცემულული. ქართული ამბები მინდა, ეს ევროპები ძალიან შორია ამ ნაცრისფერი პალატიდან.

კახელების იუმორი აქ რომ დავაფასე კი გითხარით. ნინო დგას გუშინ ფანჯარასთან, გარეთ იყურება… გამომხედა ცოტა ნაწყენმა „დღესაც ღამდებაო“ – ისევ ვიგუდებით… ასე ვიცინით, ვიდრე გაგვახსენდება რა საქმეზე ვართ აქ“,- წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ირმა ალხაზიშვილი   (15.09.2020)
გამოჯამრთელებას გისურვებ მთელი გულით❤️და ასეც იქნება ძალიან მალე 👍

ლანა   (14.09.2020)
საყვარელო😘, გამოჯამრთელებას გისურვებ,იუმორი ამ დროს,ცოტა ხნით გავიწყებს ავადმყოფობას, მე კარანტინა ვარ, ოთახში ვცემ ბოლთას და 7/24 ბათუმის პორტის მუშაობას ვადევნებ თვალს, ყოჩაღი ბიჭები არიან ღამის სმენა,

ლანა   (14.09.2020)
საყვარელო😘, გამოჯამრთელებას გისურვებ,იუმორი ამ დროს,ცოტა ხნით გავიწყებს ავადმყოფობას, მე კარანტინა ვარ, ოთახში ვცემ ბოლთას და 7/24 ბათუმის პორტის მუშაობას ვადევნებ თვალს, ყოჩაღი ბიჭები არიან ღამის სმენა,


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×