რეზონანსი
14.09.2020

ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჩეხა და სახლიდან გაიქცა. გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა ქალზე, როგორც გვიყვებიან, ქმარი ხშირად ძალადობდა. გარდაცვლილის მეუღლე ზუგდიდელი, ირაკლი შურღაიაა. ბოლო წლების მანძილზე თამთა თურქეთში, სტამბულში ცხოვრობდა და ოჯახს იქედან არჩენდა.

გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთი მეგობარი  სალომე კურდღელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს 32 წლის გოგოს, თამთა ჯანჯღავას ფოტოებს და წერს:

„ეს ულამაზესი გოგო თამთაა! (მიჭირს წარსულში მასზე საუბარი). ვინც მას არ იცნობდით გეტყვით, რომ თამთა ჯერ კიდევ საოცარი შვილი იყო, სანამ საოცარი დედიკო გახდებოდა თავისი შვილებისთვის! დიახ, თამთა იყო ის შვილი საკუთარ და-ძმაზე ჯერ კიდევ პატარა, დიდი გოგოსავით რომ ზრუნავდა! მერე ?! მერე დედა გახდა და მისი ყველა ფბ პოსტიდან მიხვდებით, რა მაგარი დედა იყო მისი შვილებისთვის!

დიახ, ადამიანებო ეს ის თამთაა, მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად, რომ გამოასალმა და ვითომც, აქ არაფერი მომხდარაო, ისე რომ გაიხურა კარი და წავიდა!! (იმედია მოუსავლეთში)

მძულს ამისთანა სამყარო მე! დიახ მძულს! უფლის ნაბოძებ სიცოცხლეს რომ არაკაცები გართმევენ იმიტომ!სუსტის დაჩაგვრა რომ ვითომ „ძლიერს“ შეუძლია იმიტომ! არადა „ძლიერი“ კიარადა ლაჩარი ხარ, ლაჩარი ხარ იმიტომ, რომ ამ სისაძაგლის ჩადენის მერე თვითმკვლელობაც ვერ შეძელი. იქნებ ამითი მაინც გეშველა საკუთარი ბინძური სულისთვის! იქნებ ამითი მაინც შეგემსუბუქებინა შენი შვილების წინაშე ეს უმძიმესი დანაშაული! მეზიზღება დედაშენისნაირი ქალები, შენნაირ არაადამიან, მკვლელ შვილებს, რომ ზრდიან და თავი საუკეთესო დედებად მოაქვთ! თუმცა დედობაც ზოგისთვის პატივია, ზოგისთვის სასჯელი!

მაპატიე თამთა მეც და ყველას, ვისაც შეგვეძლო და არ დაგიცავით! ვინც იცოდა და ხმა არ აიმაღლა! გვიანია, მაგრამ მე მაინც გთხოვ ჩემ წილ პატიებას! ყველა პოტენციური მკვლელია, ვინც 0,1% მაინც ეცდება იმ არაკაცის გამართლებას ნებისმიერი ფორმით! აწი გინდ ფემინისტობა დამაბრალეთ და გინდა ქალთა უფლედამცველობა, მაგრამ ფაქტი ჯიუტი და ძალიან ტრაგიკული! თამთა აღარ ჰყავს მის შვილებს, მის დედმამიშვილებს და მის ახლობლებს! ჩემო ანგელოზად გაფრენილო თამთუ!იქით იმიერში ანათე და ასხივე აწი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნელი   (14.09.2020)
შვილო ნათელში იყოს შენი სული.დანარჩენებსაცმივმართავ ვინც თავს აკლავენ დეგენერატ ქმრებს .თუ თავის დაცვა არ შეგიძლიათ გაეცალეთ და თავს და შვილებს მიხედეთ სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გვეცემა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×