რეზონანსი
15.09.2020

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა მის ყოველდღიურ საქმეებზე საუბრობს. ამბობს, რომ ბავშვებთან ყოფნა რამდენადაც სასიამოვნოა იმდენად ემოციურად დამღლელია.

„ბავშვის დაბადების შემდეგ, სამი თვე კიკეთში ვიყავით, ასე რომ, იქიდან დაიწყო ჩემი ოთხშვილიანობა და აგვისტოში ბათუმში წავედით. მგონი, კარგად ვუმკლავდები, მაქსიმალურად ჩართული ვარ ბავშვების აღზრდაში, გართობასა თუ განვითარებაში. ჩემი დღე იწყება ბავშვებით, შუადღეს - ისევ ბავშვები და საღამოს კვლავ ბავშვებით სრულდება.“

როგორც ხატია ამბობს 4 შვილის მოვლა ძალიან უჭირს და ყველა დედას სჭირდება დასვენება:

„რომ არ ვიტრაბახო, ძალიან მიჭირს. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, როდის დავეცემი, საბოლოოდ როდის დამიჯდება ბატარეა-მეთქი. ჯერჯერობით „ნონ სტოპის" რეჟიმში მუშაობს. ბათუმში ბავშვს რომ დავაძინებდი, იმ დონემდე ვიყავი მიჩვეული ფეხზე დგომას და წინ და უკან სიარულს, ოთახში ვცემდი ბოლთას, როცა უკვე შემეძლო, წამოვწოლილიყავი და ფეხებს მაინც დაესვენა. მუდმივი აქტიურობა ჩვევაში გადამივიდა. ოთხი შვილის დედობა არ არის ადვილი, არც სამის და თუ ბოლომდე ხარ ჩართული ბავშვის აღზრდაში, არც ერთი შვილის დედობა არაა მარტივი. დედობა პროფესიაა და ძალიან იღლები. რაღაც მომენტში, ყველა დედას სჭირდება დასვენება. ბათუმიდან რომ ჩამოვედი, ჩემს ქმარს პირველი ის ვუთხარი, რომ ორი დღით მარტო მე და ის უნდა წავსულიყავით სადმე - ფსიქოლოგიურადაც იღლები, მარტო ფიზიკურად არა. ოთხი მხრიდან რომ დედა, დედა გესმის და ყველა რაღაცას გთხოვს, ძალიან ძნელია. ჯერ პატარები არიან და მით უმეტეს, დიდ ენერგიას ითხოვენ. ნამდვილად არ ველოდი ჩემი თავისგან ამ ყველაფერს. ჩემმა მულმა მითხრა, პირველი შვილის მერე ვფიქრობდი, რომ მეტს აღარ გააჩენდი, ახლა რომ გიყურებ, თვალებს არ ვუჯერებო და შენ კი არა, მე თვითონ ვერ ვუჯერებ თვალებს-მეთქი.

წყარო: თბილისელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×