რეზონანსი
15.09.2020

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გახდა და ის პარტიის სიაში მეცხრე ნომრად შევიდა.

ცისანა სეფიაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, პირველად გუშინ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ სურვილი აქვს ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

"ყველამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესური. მე შეიძლება გუშინ ვიყავი პატარა ნაკადული, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა პატარა ნაკადულიც, შემდეგ ჩანჩქერიც, შემდეგ ზღვაც და ოკეანეც. ამიტომ მინდა, რომ ჩემი რესურსი გამოვიყენო, ჩემი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის სასიკეთოდ", - თქვა სეფიაშვილმა.

მან გადაცემაში ისიც აღნიშნა, რომ დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის ყველა მოსაზრებას იზიარებს.

"მთელი ცხოვრება ვუყურებ ბატონ დავითსა და ქალბატონ ირმას. აბსოლიტურად ყველა მათ შეხედულებას ვიზიარებ. მე მომხრე ვარ ყველა მოლაპარაკების, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. მოლაპარაკება ყველასთან აუცილებელია" - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" სიის წევრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×