რეზონანსი
23.09.2020

„ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ნებისმიერი ვირუსი ლეტალურად მთავრდება და ეს ყველამ ვიცით. დღეს ვინც გაიძახის საშინელი ვირუსიაო, თვითონაც იცის, რომ ქრონიკული დაავადების მქონეთათვის ნებისმიერი ვირუსი მომაკვდინებელია" - ამბობს ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ჟურნალ „სარკესთან" ინტერვუში.

მისი თქმით, კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია, რომელმაც მუტაცია განიცადა და ჩვეულებრივი გახდა, ანუ სხვა ვირუსებზე იოლია.

„4 შვილს ვზრდი, ათასი ვირუსი მაქვს გამოვლილი, მაგრამ უსიმპტომო ვირუსი არც გამიგია. ვერც ვხდები, რა არის საერთოდ. აქედან გამომდინარე, ადამიანები მოვეშვით და ჩემს შვილებს არც ვაიძულებ, პირბადე გაიკეთონ. მეც მხოლოდ იმიტომ ვიკეთებ, რომ მაღაზიაში გამყიდველებს პრობლემები არ შევუქმნა, რადგან ვიცი, დააჯარიმებენ", - ამბობს ხატია სიჭინავა, რომელიც სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს და ასეთი რჩევა მისცეს - „ისევ დედამთილთან ჩხუბს მიაწექი", რასაც სიჭინავა პასუხობს:

„რა დროს დედამთილი და რა დროს ჩემი ტუჩებია?! მომავალი თაობისთვის ვიკლავ თავს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×