რეზონანსი
23.09.2020

ჟურნალისტი ვიკა ბუკია მეუღლესთან, პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, პალატაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ძნელია წერა, როცა რაღაც მეხდაცემული ხესავით გრძნობ თავს. გაჩხერილი ვარ. არც იქით, არც აქეთ. მთელი ღამე მეჩვენებოდა, რომ ოთახი პატარავდება. რატომ გავიჭედე? ენერგია ნული, მინუს უსასრულობა. გუშინ ღამე ისევ იყო ეს შეტევა: ოფლი სახეზე, უჰაერობა, გულისერევა და პანიკური შიში. მაგ დროს ჰაერი უბრალოდ არაა. შემდეგ გჭირდება ჟანგბადი, ფეხები მაღლა უნდა აწიო, დაუძახო ექთნებს და უბრალოდ, პანიკას არ აჰყვე. არ აჰყვე. არ აჰყვე. ეს ალბათ უკვე ვირუსი აღარაა. უფრო პანიკა მიტევს.

დღეს ვწევარ. არაფერი არ მჭირს. უბრალოდ, არ მაქვს 1 გრამი ძალა. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი ჩემი იმუნიტეტის გამო ხდება, რომლის აღდგენა მშობიარობის შემდეგ ვერ მოვასწარი.

ლევანი უფრო კარგადაა:) ტესტები გაგვიკეთეს, ველოდებით პასუხებს.

მიყვარხართ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×