რეზონანსი
17.10.2020

მღვდელ-მონაზონი ლუკა ლისელი ფალავანდიშვილი, იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით მონასტრის წინამძღოლს მამა კირიონს აკრიტიკებს.

ლუკა ლისელის აზრით, მამა კირიონს, არც ქრისტიანულად, არც სახელმწიფოებრივად, არც მოქალექეობრივად შეცდომა არ დაუშვია. ამასთან სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მოძღვარმა ის თქვა, რაც სასულიერო პირს შეშვენის და კრიტიკოსები მას ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში გააკრიტიკებდნენ.

„ეს ბოლო ხანია, ვუყურებ ხალხის ვნებათაღელვას, ვკითხულობ და ვუსმენ მოაზროვნე ხალხის იდეებს, ზოგს ტელევიზიით, ზოგს სოციალურ სივრცეში, ზოგსაც პირადათ ვუსმენდი. საკითხი ეხება გარეჯსა და აზერბაიჯანთან საზღვარს. ყველა ერთად თანხმდება იმაზე, რომ გარეჯი საქართველოა და ის ტერიტორიები, რაც დღეს სადავოა. ისე უნდა ვქნათ, რომ ჩვენს სასარგებლოდ დადგინდეს.

მე ეხლა მინდა ამ საკითხთან დაკავშირებულ ერთ სენსიტიურ თემას შევეხო. საზოგადოების მსოფლმხედველობას. ვინც მე მიცნობს ძალიან კარგად იცის ჩემი შეხედულებები, თუ რა მირჩევნია ჩემი ქვეყნისთვის და მომავალი თაობისათვის, თუმცა გაკვირვებას ვერ ვმალავ როდესაც ვუყურებ იმ ხალხს რომლებიც ითვლებიან რომ, სახელმწიფოსათვის სწორი არჩევნითა და სახელმწიფო მოწყობის დემოკრატიულ, დასავლურ კურსს ირჩევენ.

მომისმინეთ, ვინც ამას წაიკითხავთ და თავს ლიბერალად, დემოკრატად და დასავლურად მოაზროვნედ თვლით, მათ ვისაც სეკულარული სახელმწიფოს ფორმირმბაში გინდათ რომ მიიღოთ მონაწილეობა, რაც ჩემი აზრითაც, ძალიან სასარგებლოა ქვეყნისათვის და ეკლესიისათვის.

რას გამოხტით და აძაგებთ და აგინებთ მამა კირიონს, კაცს რომელიც, მთელი სულით და გულით იღწვის, თუ ქრისტიანულად და თუ სახელმწიფოებრივად, კითხვა დაუსვეს ადამიანს „როგორ ფიქრობთ უნდა დაეჭირათ თუ არა ის ორი ადამიანიო" მისი აზრით ეს ორი ადამიანი დამნაშავეა, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს და მან როგორც სწორად მოაზროვნე ადამიანმა პასუხი გასცა და თავის მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და გამოძიებასთან ითანამშრომლა, აბა რა ექნა „ქურდულად" „ქუჩურად" გაეცა პასუხი? არ ვიცი ძმაო ვისი ბრალიაო ეს ეთქვა? მერე ისე მოუტრიალებდით საქმეს „ქუჩის ბიჭივით" ლაპარაკობსო, თქვენ არ ხართ ვისაც არ გსურთ რომ საქმის გარჩევები ქუჩიდან სასამართლოში გადავიდეს? ვინც ამას იწყებს იმას ქოლავთ? ერთია რომ ნდობა არაა გამოძიების მიმართ მაგრამ მამა კირიონს რას ერჩით, სად წაეღო ეს საქმე გასარჩევათ, ვისთან მიეტანა, ვის დაელოდოს სამართლიანობისათვის, რიმელმა მთავრობამ, ან პარტიამ აღადგინა სამართლიანობა ბოლომდე, დრო იცდიის? მამა კირიონს ნუ ახოცავთ ხელს ისინი ვინც მის ადგილას როგორ მოიქცეოდით თქვენი თავისთვის კითხვა არ დაგისვიათ, დიახ, როგორც მღვდელს, ბერს, სასულიერო პირს, ერთი კაციც კი არ მინდა არც მე და არც მამა კირიონს და არც სხვებს რომ ციხეში იჯდეს, თქვენი უმრავლესობა როცა ერთ ლოცვასაც კი არ ამბობთ პატიმართათვის, ჩვენ სასულიერო პირები, მრავალი დამცირების და შეურაცხყოფის ფასად და უსიამოვნო პროცედურების გავლით შევდივართ და პატიმრებს თუნდაც რამოდენიმე საათით გვერდში ვუდგავართ და იქ ვინმეს ყოფნა ჩვენთვის ტრაგედიაა, თუმცა ქვეყანა რომ სახელმწიფოს დაემსგავსოს დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს დიახ, ასაკის მიუხედავათ, ასე რომ, რომის პაპზე დიდო კათოლიკებო, მამა კირიონს, არც ქრისტიანულად, არც სახელმწიფოებრივად, არც მოქალექეობრუვად შეცდომა არ დაუშვია, აი თქვენ კი, ვინც მას განიკითხავთ, ჩაიხედეთ საკუთარ გულში, ის მენტალიტეტი მართლა მოკალით რომელსაც ესე ხმალამოღებულები ებრძვით, არა, ისევ გინდათ რომ მამა კირიონს „კაი ბიჭის" პასუხი გაეცა, კი, მთელი ერი ბლატაობს, ეს ვერ მოვიშალეთ და ამიტომ ჯერ ნურაფრის პრეტენზია ნუ გვაქვს. აკეთეთ თქვენი საქმე და ყველაფერი კარგათ იქნება, ყველა ემსახუროს იმას რომ მომავალში ნათელი სახელმწიფო მოწყობა შეძლოს ჩვენმა შვილებმა და ესე ნამდვილად გავიმარჯვებთ!!!

თქვენთვის მლოცველი, ცოდვილი, დაცემული, უღირსი, მაგრამ მაინც ქრისტეს მხედარი იღუმენი ლუკა ლისელი".

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და „საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (18.10.2020)
ყველა ხვდება(ვინც არ არის მიკერძოებული), რომ საქმისთვის ჯობდა იმ 2 პირის დაპატიმრება! ისინი რომ არ დაეჭირათ, აზერბაიჯანი იტყოდა--თუ მცდარ რუკებზე გვამუშავეს-რატომ არ დასაჯეთო! კი ხვდებიან ამას ნაცები და მისი მომხრეები, მაგრამ "ქურდს ქუდი ეწვის".

კახელი   (18.10.2020)
მადლობა მამა კირიონს ასეთი შემართებისთვის. გარეჯის თემა ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა და არ შეიძლება ასე ნეგატიურად მსჯელობა მამა კირიონის მიმართ. ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×