რეზონანსი
17.10.2020

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი, კორონავირუსის კლასტრების ერთმანეთთან დაპირისპირებაზე საუბრობს.

ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, იმას რომ საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფი იმავეს აკეთებს, რისთვისაც სხვას აკრიტიკებენ.

რასაც მე ვუყურებ ამ კორონს გადამკიდე, ბათუმში ნაცების მიტინგის კლასტერი აგინებს დენდროლოგიური პარკის კლასტერს, დენდროლოგიური პარკის კლასტერი აგინებს დინამოს სტადიონთან ფეხბურთის მაყურებელთა კლასტერს, ფეხბურთის მაყურებელთა კლასტერი აგინებს ერთი კოვზიდან ნაზიარები მრევლის კლასტერს, მრევლის კლასტერი აგინებს "ფაბრიკაში" შეკრებილი ახალგაზრდების კლასტერს, და ბოლოს, "ფაბრიკის", დენდროლოგიური პარკის, ნაზიარები მრევლის და ფეხბურთის მაყურებელთა კლასტერები ერთად აგინებენ ნაცების მიტინგს.

არის კიდევ კლასტერი, რომელიც ამათ ყველას ერთად აგინებს, მაგრამ მათი ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა პანდემიასა შინა, პრინციპში ისევე როგორც ერთმანეთის მაგინებლების. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×