რეზონანსი
18.11.2020

2 წლის ანიტა ფაცაცია მთელმა ქვეყანამ განცდებით გააცილა იმქვეყნად. მანამდე მის გადარჩენას უამრავი ადამიანი ეცადა. ბავშვის დედამ, მარიკო სადრაძემ, შვილის სახელობის ფონდი დააარსა და გადაწყვიტა, თავად ორგანოთა დონორი გახდეს.

"ინდოეთში დონორის რიგში რომ ვიდექით, მაშინ გადავწყვიტე, მეც დონორად დავრეგისტრირებულიყავი…

თავს არ მივცემ უფლებას, გავნადგურდე. ერთი დღეც არ ვმჯდარვარ სახლში. ამას ჩემგან არავინ ელოდა, რადგან ინდოეთიდან უგონო მდგომარეობაში ჩამომიყვანეს. იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ უჭირდათ იმ ადამიანებს, ვინც იმ გზას გადიოდა, რომელიც მე გავიარე.

რამდენჯერაც დავეცი და ცუდად ვიყავი, ჩემი შვილი ხან ვისთან მიდიოდა სიზმრად, ხან ვისთან და მაგრძნობინებდა, რომ ეს მას არ მოსწონდა. ყველა ასეთ შვილს უნდა, მისი დედა კარგად იყოს.

ჩემს სიზმრებში ისეთია, როგორიც იყო, მხიარული, მეტიჩარა… ანგელოზად სხვები ნახულობენ და თან ერთ და იმავე კადრად – წყაროსთან ანგელოზის ფრთებით დგას და იქ სხვა ბავშვები სვამენ წყალს. წყარო ალბათ სიმბოლოა იმისა, რომ დღეს ანიტა ბევრს ეხმარება და ვისაც მისი სახელით დავეხმარეთ, ყველა კარგადაა", - განაცხადა მარიკო სადრაძემ.

წყარო: "სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (19.11.2020)
ანიტა ანგელოზია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×