რეზონანსი
19.11.2020

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ახალ ინფორმაციას აქვეყნებს და საზოგადეობას უზიარებს ამბავს, რომელიც მას ნახევარ საათში გადახდა თავს. გრიგოლია ასევე საზოგადეობას მიმართავს და წერს, რომ ხვალიდანელ გადაცემას ჩალურჯებული თვალთ, რომ წაიყვანს ძალადობის მსხვერპლი არ ეგონოთ:

„საოცარი საღამო მქონდა, ეხლა უკვე მეცინება, მაგრამ ჯერ მანქანის კარი მოვირტყი თვალთან და უშველებელი კოპით და დალურჯებული თვალით დავრჩი, მერე, ზუსტად 15 წუთში, მანქანაში რომ ჩავჯექი და კირვალა ყინულებს მადებდა, ვიღაც სულელი თინეჯერი შემოგვასკდა მანქანაზე და კინაღამ სული გაგვაფრთხობინა. ბოლოს, ჩემმა შვილმა დაზღვევას რომ დაურეკა და ისინი წამოვიდნენ შემთხვევის ადგილას, დაზღვევის მანქანაც ავარიაში მოყვა (კარგად არიან, მადლობა ღმერთს).

ხომ დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ეს ყველაფერი ნახევარ საათში დაგვემართა. ხოდა, ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, ვინ გამთვალა, გამოტყდით. ხვალ გადაცემაში ჩალურჯებული თვალით თუ დამინახავთ, არ ჩათვალოთ ,რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ და ვინმემ მცემა“, - წერს ინგა გრიგოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
tatoo   (20.11.2020)
ჯიგარი ხარ ინგა. ღმერთმა დიდხანს გამყოფოს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×