რეზონანსი
19.11.2020

„ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი და ახლანდელი ოპოზიციონერი ეკა ბესელია  სოციალურ ქსელში 2011 წლის 19 ნოემბერს საპატრიარქოში, ბიძნა ივანიშვილთან და ილია მეორესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელიაეკა ბესელია ცხრა წლის წინანდელ ამბავს ემოციურად იხსენებს:

„ფბ-არქივმა 9 წლის წინ დადებული ფოტო ამომიგდო დღეს… საინტერესო ისტორია აქვს ამ ფოტოს… 2011 წლის 19 ნოემბერი. პირველი საჯარო შეხვედრის ფოტოა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვიდან, საქართველოს პატრიარქთან…. არასოდეს მისაუბრია ამაზე საჯაროდ…. დიდი ხანი ვამზადებდი ამ შეხვედრას… რა საინტერესოა, ისტორიას რომ დროში დაშორდები – როგორ სხვაგვარად ჩანს რეალობა!

ოდესმე ეს ისტორიაც რეალურად დაიწერება….

რაც არ იცვლება ესაა ჩვენი პატრიარქის განუმეორებელი გონიერება, სიბრძნე და უკიდეგანო სიყვარული“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×