რეზონანსი
29.11.2020

ბათუმში, კლინიკა „მედინაში” სამი ტყუპი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა, დაიბადა.

18 წლიანი ლოდინის შემდეგ ლოლა აბაშიძე და მინდია კოჩალიძე სამი შვილის, ანიტას, ალექსანდრესა და ავთანდილის მშობლები გახდნენ.

„მე მჯერა ყველაფერი კარგად იქნება!!! ჩვენს დალოცვილ საქართველოში და არამარტო საქართველოში მთელს მსოფლიოში. ცხოვრება შეიცვალა. ყოველი დღე უფრო სხვა ფიქრებით იწყება ვიდრე მანამდე. ცოტა დაძაბული ვართ, თუმცა უფრო მობილიზებული, შრომისუნარიანები და აქტიურები. ამ ბოლო დროს სულ იწერება იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალ, რამდენი დაინფიცირდა, რამდენი მძიმედა და ა.შ.

მინდა თქვენი ხასიათი, ენთუზიაზმი და მოლოდინი ცოტათი მაინც ავამაღლო, გაცნობოთ ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო ამბის შესახებ. ჩვენს კლინიკაში ქვეყანას მოევლინა სამი (ორი ვაჟი, ერთი ქალი) ულამაზესი პატარა. 18 წლიანი მოლოდინისა და ბევრი ადამიანის დიდ შრომის შედეგად . ბატონი ჯუმბერ უნგიაძის ხელმძღვანლობით თავისი უდიდეს გუნდთან ერთად, კიდევ ერთმა ქართველმა ოჯახმა გაიხარა და 3 ანგელოზით გაანათა ოჯახური კერა. მე მჯერა, რომ უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ისევ შევძლებთ მხოლოდ ახალ სიცოცხლეზე დავწეროთ უფრო მეტი ვიდრე სიკვდილზე, მთავარია გვწამდეს. - დაწერა სოციალურ ქსელში ბათუმის კლინიკა „მედინას“ თანამშრომელმა ინდირა ბოლქვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×