რეზონანსი
29.11.2020

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მსახიობ კახი კავსაძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და მასთან დაკავშირებით Faceook-ზე წერს.

„ბოლო წლებია, სამსახურისკენ მიმავალი, რუსთაველის თეატრის წინ, სკამზე მჯდარ კახი კავსაძეს ვხვდებოდი ხოლმე. სევდიანი და ჯიუტი მზერით უცქერდა შენობას. თუ ოდნავ დააკვირდებოდი, იოლი შესამჩნევი იყო ის დაოუკებელი ვნება და დაუცხრობელი სურვილი, რაზეც მისი კოლეგები და რეჟისორები მიყვებოდნენ – თუ როგორ გარდაიქმნებოდა, ეს ღრმად მოხუცი და ათას დაავადებასთან მებრძოლი კაცი კამერის ჩართვისთანავე ახალგაზრდული შემართების მსახიობად. არათუ მინახავს, იშვიათად მსმენია, საკუთარი საქმე ასეთი გაშმაგებით უყვარდეს ვინმეს.

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×