რეზონანსი
29.11.2020

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მატერიალური პრობლემის წინაშე დგას და ბინის სესხის გადახდა უჭირს. როგორც ის ამბობს ამჟამად მისი შემოსავალი ბანკის ხარჯზე ნაკლებია. ბინა რომ არ დაკარგოს, უკვე მეორე თვეა, ავტომობილის გაყიდვას ცდილობს. 

„არ ვარ წუწუნა ადამიანი. მაქსიმალურად ვცდილობ, ქვეტექსტების გარეშე ვაკეთო ყველაფერი. არ მინდა ზედმეტი რაღაცების თქმა. თან, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს პოლიტიკურ ფილტრში ატარებენ. გულწრფელად ვამბობ, ჩემ გარშემო ფართო სანაცნობოში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელია, არა მხოლოდ მომღერლები, არამედ ბიზნესის წარმომადგენლებიც, ყველას პრობლემა გაუჩნდა. შემცირდა მუშაობა, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ყველას გაუჭირდა. დღეს შეიქმნა ასეთი რეალობა, არავის საწინააღმდეგოდ არ ვამბობ, უბრალოდ, აღვნიშნავ იმას, რომ თუ არ ვარ დაკავშირებული კოვიდინფექციასთან ბრძოლასთან, მიჭირს თავის გატანა.

ჩემი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუკი არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს. მაქვს სასამართლო დავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და არავინ იცის, როგორ დასრულდება. ახლა ჩემი შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც დღეს ბანკში ვიხდი. ჩემი ხელფასი ბიგ-ბენდიდან ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკის გასავალი. გარდა ამისა, ცხოვრებაში ხომ გვაქვს ადამიანებს, ბანკის გარდა, სხვა ხარჯებიც? მყავს ავტომობილი, რომელიც მეორე თვეა, დევს გაასაყიდად. ვიფიქრე და მოვიფიქრე ეს გამოსავალი, რომ სესხი გადამეფარა, მაგრამ არ იყიდება მანქანა. ეს გადაწყვეტილება მშვიდად და პრაქტიკულად მივიღე. სავალალო მდგომარეობაში მე ჯერ არ ვარ, მყავს ავტომობილი, იქნებ, გაიყიდოს და შევძლო სესხის გადაფარვა“, – ამბობს გიორგი სუხიტაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×