რეზონანსი
29.11.2020

სტომატოლოგი თამუნა ყურაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შესახებ 28 ნოემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ  იმ დროს, როცა ეკატერინე ტიკარაძემ ინსტიტუტი დაამთავრა, საქართველოში ორდინატურისა და რეზიდენტურის პროგრამები არ იყო.

როგორც თამუნა ყურაშვილი წერს, მისთვის გაუგებარია, როდესაც სიუჟეტში ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს დიპლომი არ აქვს და ამ დროს მის დიპლომს აჩვენებენ.

მისივე თქმით, 90-იან წლებში ბევრსი კერძო სამედიცინო ინსტიტუტი იყო საქართველოში, რომელიც ბევრ კარგ ექიმს აქვს დამთავრებული.

„არ მიყვარს უსამართლობა, ბევრს გავაღიზიანებ ახლა, მაგრამ დავწერ. ტიკარაძემ რომ ინსტიტუტი დაამთავრა, მაშინ არც ორდინატურა იყო საქართველოში, არც რეზიდენტურა, საერთოდ არაფერი არ იყო. დაამთვარებდი ინსტიტუტს, იყავი უმცროსი ექიმი, გაივლიდი კერძო (?) პრაქტიკებს და დაიწყებდი სადმე მუშაობას. მერე, წლებში შემოვიდა რეზიდენტურის პროგრამები და ორ წლიანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოში, იყო ერთ წლიანი. დიპლომი არ აქვსო და დიპლომი აჩვენეს. 90-იანებში ბევრი კერძო ინსტიტუტი იყო საქართველოში და ძალიან ბევრ კარგ ექიმს აქვს დამთავრებული. იმაზე დავა როგორ ასწავლიდნენ, არარელევანტურია ამ წუთას. გააჩნია ვინ როგორ სწავლობდა.

თსსუ პროფესორები ასწავლიდნენ უმრავლესობაში. მეც კერძო აკადემია დავამთავრე და დიმა კორძაია, ნათელა მამფორია და თამარ დეკანოსიძე მასწავლიდნენ. ბატონი საშა ბრეგვაძე, გოგი ყიფიანი და მამუკა მარგველაშვილი გვიკითხავდა ლექციებს და პრაქტიკულებს. მერე ამ დიპლომით წავედი საზღვარგარეთ, ჩავაბარე ორდინატურაში, ვისწავლე და 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავე კათედრაზე ორი წელი. მივიღე ძალიან, ძალიან ბევრი პაციენტი, აქ რომ 10 წელი ვერ მიიღებდა ახალდამთავრებული ექიმი, იქ ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდა. აღმოჩნდა, რომ აქ არ ჭრის. აქაც მომიწია მერე ჯერ ზოგადი ექიმის ჩაბარება, მერე სპეციალობის ცალკე, მერე კიდევ სუბ სპეციალობების რამდენიმე გამოცდის, რომ მომიჯნავე დარგებშიც მქონოდა მუშაობის უფლება.

არ ვიცი ტიკარაძის სამუშაო გამოცდილება, მაგრამ დროს და კონტექსტს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. პ.ს. დიპლომი არ ჰქონია მხვდება სტატუსები და იმ სიუჟეტში დიპლომი ანახეს, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. სხვა რამეზე ვედაოთ“, - წერს თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ტიკ-ტოკ   (01.12.2020)
სიამოვნებით!

გიო   (30.11.2020)
გამოხტა გალელი ვითარცა ტროლი. აქ დიპლომის ყიდვაზეა საუბარი რომ იმ რექტორს პოლიცია ეძებსო და სტუდენტებიო რა აეფარეთ ტიკარაძეს ლეღვის ფოთოლივით. რა უგავს დიპლომიანს ან კიდევ რომ წერ აკადემიური საბჭო არ იყოო იმ დროსო რატომ აყენებთ შეურაცყოფას მართლაც დიპლომიან და დიპლომის შემდგომი კურსდამთავრებულებს რომლებმაც გაიარეს ის კურსი. საერთოდ რაებს წერთ

გალელი   (29.11.2020)
ცრუ ინფორმაციებით სურთ ექიმის სახელი შეულახონ ქ-ნს,მეტი არაფერი. ჯერ გაღმერთებენ,შემდეგ კი ცდილობენ "დაგაგდონ" ამას აკეთებს რიგი ადამიანებისა,რომლებსაც შური და ღვარძლი წინა ხაზზე აქვთ მათივე ცხოვრებაში.საქართველოში ყოველთვის ასე იყო და ასე არის


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×