რეზონანსი
29.11.2020

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დღიურად იმატებს, დღეს ქვეყანაში 35 ადამიანი შეეწირა ვირუსს, ჯამში ამ დროისთის  კორონავირუსით გარდაცვლილია1230 ადამიანი.

სოციალურ ქსელში კი გავრცელდა სტატუსი, სადაც ვკითხულობთ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი კაცის დასაფლავება ვერ ხერხდება, ასევე ვკითხულობთ, რა მდგომარეობა საავადმყოფოში, სადაც ინფიცირებული კაცი გარდაიცვალა.

„SOS‼️‼️‼️ ვის მივმართოთ? ჩემს მეგობარს გარდაეცვალა მამა და რა ხდება ნახეთ. სრული საგიჟეთი.

დღეს გარდამეცვალა მამა საავადმყოფოში როგორც კოვიდინფიცირებული. სხვა თემაა რომ მოვიყვანე ჯანმრთელი კაცი და დღეს აღარ არის, მაგრამ;

1 დაკარგეს პირადობა საავადმყოფოში

2 ხვალიდან არ მუშაობს რეესტრი და ვერ ავიღებ გარდაცვალების მოწმობას

3 მაქვს 48 საათი რომ დავკრძალო, მაგრამ საბუთები არ მაქვს;

4 სასაფლაოზე ითხოვენ საბუთებს, რომ დავკრძალო, მაგრამ საბუთები არა მაქვს;

5 სასაფლაოზე ამბობენ რომ გინდაც ქონდეს საბუთები ხალხი არ გვყავს რომ საფლავი გავთხაროთ, თუ გინდათ მოიყვანეთ თქვენი ხალხიოო, მაგრამ არ მაქვს უფლება ბევრი მოვიყვანო, ან საიდან?;

6 რა საბუთი წარვადგინო სასაფლაოზე, როცა არა მაქვს გარდაცვალების მოწმობა?;

7 ადგილი გვაქვს, მაგრამ უნდა დაამტკიცო რომ ცოლთან მარხავ, ამ დროს რეესტრი არ მუშაობს და საბუთებს მოგვიანებით ფოსტით მოგაწოდებენ; ვრეკავ 112-ში და ვეკითხები რა ვქნა, პასუხი - ჩვენს კომპეტენციაში ეგ არ შედის დარეკეთ 144-ში;

8 ვრეკავ 144-ში, იქ მპასუხობენ რომ ჩვენ გვეხება მხოლოდ საშვების გაცემაო;

9 ვრეკავ საავდმყოფოში და ვთხოვ რამე ცნობა მომცენ, რომ კაცი დავმარხო, თან ვთხოვ რომ პირადობა მოძებნონ;

10 საავადმყოფოს მორგი არა აქვს, კაცი ცელოფნებში შეხვეული სადღაც უწვთ;

11 ცალკე თემაა დასაფლავება ამ შეზღუდვების დროს და მამაოს მოთხოვნით მხოლოდ დასაფლავების მერე აუგებ წესსაო............. გადავირიეეე“- წერს თეა გიორგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×