რეზონანსი
29.11.2020

ცნობილი დიეტოლოგი, ნატა გაგუა მზად არის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ექთნის დამხმარე სჭირდებათ და დედამისიც გადის მკურანლობას, ანაზღაურების გარეშე იმუშაოს. ამის შესახებ დიეტოლოგი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს გავიგე, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის არის ექთნის დამხმარის ვაკანსია. ამ განყოფილებაში უკვე 20 დღეა დედაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის. მძიმე მდგომარეობაა, ექიმი, ბ-ნი ლევან ბესელია და, მისი გუნდი თავდაუზოგავად იბრძვიან პაციენტების გადასარჩენად. ვიმუშავებ განყოფილებაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ვიქნები ექთნის დამხმარე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დედაჩემსაც ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარება და, ამას გარდა იქვე მწოლიარე სხვა პაციენტების (რამდენსაც შევძლებ) მოვლაში დაგეხმარებით“- წერს ნატა გაგუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნათი   (29.11.2020)
კარგი იდეაა. დაეხმარებით სხვებსაც ამ მძიმე პერიოდში. არა მგონია უარი გითხრან


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×