რეზონანსი
30.11.2020

გადაცემა „პირადი ექიმის“ წამყვანმა მარი მალაზონიამ ეთერში კორონავირუსის პრევენციის კიდევ ერთ გზაზე ისაუბრა და მაყურებელს კვლევების შედეგები გაუზიარა, რომლის მიხედვით, ჭარბი წონა COVID-19-ით ინფიცირების ერთ-ერთი მასტიმულირებელი ეფექტია:

„​როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ჭარბი წონა, სიმსუქნე, მეტაბოლური გართულებები და კოვიდ-19 სახიფათო კომბინაციაა. არ დაიზაროთ და დილიდანვე სანტიმენტრი გამოიყენეთ. გაიზომეთ თქვენი წელის გარშემოწერილობა. თუ მამაკაცებს აქვთ მონაცემი 94 სმ-დან 102 სმ-მდე, ეს საყურადღებოა, თუ 102 სმ-ს აღემატება თქვენი წელის გარშემოწერილობა, ეს მეტაბოლურ რისკზე მიუთითებს. ქალების შემთხვევაში, 80 სმ-დან 88 სმ-მდე საყურადღებო მონაცემია, 88 სმ და ზემოთ მეტაბოლურ რისკზე მიუთითებს. ამიტომ არ გადადოთ, მიუხედავად ყველაფრისა, დაიწყეთ თქვენი ცხოვრების წესის შეფასება, შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი ისე, რომ სულ მალე თქვენი წელის გარშემოწერილობა მამაკაცების შემთხვევაში იყოს 94 სმ-ზე ნაკლები, ხოლო ქალების შემთხვევაში, 80 სმ-ზე ნაკლები“, - აღნიშნავს მარი მალაზონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მარინა   (30.11.2020)
რა სისულელე რჩევაა.ყველა ცდილობს თავი გამოიჩინონ უაზრო არაფრის მომცემი რჩევებით.

ლალო   (30.11.2020)
წელის გარშემოწერილობა კი არ იზომოთ, ჯანსაღად იკვებეთ და ზომიერი ფიზიკური აქტივობით დაკავდით , თუ რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა გაქვთ. ნუ აბნევთ ისედაც გონებაარეულ ხალხს, კარგით რა საკმარისია!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×