რეზონანსი
30.11.2020

საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს, რომ საკოორდინაციო საბჭომ, რომელიმე მაღაზიას, მათ შორის, "სუფთა სახლს" შეზღუდვები დაუწესა საახალწლო პროდუქციაზე. ამის მიუხედავად, მაღაზიათა ქსელის "ფრესკოს" მომხმარებელი, სოციალურ ქსელში სტატუს ავრცელებს, რომლის მიხედვით, "ფრესკოში" სასურსათო პროდუქცია იყიდება, საახალწლო განათებების და სათამაშოების შეძენა კი მომხმარებელს არ შეუძლია.

"ახლა ვიყავი მაღაზია ფრესკოში და სრულიად გაოგნებული გამოვედი იქიდან. თურმე, მთავრობის დადგებილების გამო, ფრესკოში შესულებმა შეგიძლიათ შეიძინოთ პური, კოკა-კოლა, სარეცხის ფხვნილი, შამპუნი და ა.შ, მაგრამ არ შეგიძლიათ შეიძინოთ მაგალითად ნათურა, ან ელემენტები, რომლებიც იქვე დევს, მაგრამ შეფუთულია, შემთხვევით რომელიმე მომხმარებელმა რომ არ აიღოს და ,,კრიმინალად" არ იქცეს." - წერს ფეისბუქზე მომხმარებელი.

"სუფთა სახლისგან" და "ფრესკოსგან" განსხვავებით, დღეს მაღაზიათა ქსელ "ნიკორაში" საახალწლო ნათურები, ჩვეულებრივად იყიდება, თუმცა არა სათამაშოები.

"მთვარი" არკვევს დაუწესეს თუ არა "სუფთა სახლის" გარდა, სხვა დიდ მაღაზიათა ქსელებს, მაგალითად "კარფურს", საახალწლო პროდუქტების გაყიდვაზე შეზღუდვები.

დღეს, საახაწლო პროდუქციის გაყიდვის შეზღუდვის ამსახველი ფოტო ფეისბუქზე "სუფთა სახლის" მომხმარებელმაც გაავრცელა.

"მთავარი" დაუკავშირდა სუფთა სახლის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც ამბობს, რომ კომპანიაც გარკვევის პროცესშია, რატომ უკრძალავს მაკონტროლებელი ორგანო, მოქმედ მაღაზიას მხოლოდ 1 სახეობის პროდუქციის გაყიდვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×