რეზონანსი
30.11.2020

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კავსაძის ძმამ იმერი კავსაძემ აღნიშნა, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კახი კავსაძეს სასუნთქი აპარატი დასჭირდა.

„არ დასჭირვებია არავითარი სასუნთქი აპარატი, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს სასუნთქი აპარატი სჭირდება. არაფერი მსგავსი რამ არ დასჭირვებია. მდგომარეობა სტაბილურია, ოჯახს გვაქვს მასთან კონტაქტი. ექიმები აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებენ, რომ კარგად იყოს. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა იმერი კავსაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×