
პანდემიამ ყველა ოჯახში შეაღწია... გაუჭირდათ ქართველ ვარსკვლავს, ზოგს ფინანსურად, ზოგსაც მორალურად.. ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩა. ასევე თვეებია არ უნახავს მეუღლე გიორგი კორახაშვილი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს.
"საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, გადაიდო ან ჩაიშალა ჩემი კონცერტები. არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ მორალურადაც ძალიან გამიჭირდა. ყოველდღე ვფიქრობ, რა გავაკეთო, პირდაპირი ეთერი ხომ არ ჩავრთო სოციალურ ქსელში, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის და კონცერტები აღდგება ისევ მოქმედ არტისტად რომ დავრჩე. ძალიან რთულია როგორც ფინანსური, ისე მორალური მზადყოფნაც შეინარჩუნო.
მარტში ვიყავი ისრაელში. 9-ში დავბრუნდი საქართველოში და საზღვარი დაიკეტა, შემოვასწარი. მას შემდეგ არსად წავსულვარ. გავაუქმე კონცერტები, შვედეთში, ეგრმანიაში, ანტვერპენბში, ისრაელში... მოგეხსენებათ უკრაინაშიც ძალიან ბევრი შემთხვევაა და მეუღლეც არ მინახავს. პირველი მოხდა ასე, რომ ამდენ ხანს არ გვინახავს ერთმანეთი", - გამუცხადა "ამბებს" მომღერალმა.
წყარო: ამბები.ჯი