რეზონანსი
01.12.2020

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ქუთაისის ერთ-ერთი ქუჩის შესახებ წერს.

„არ მინდა, ახლა ყველაფერი ვილაპარაკო, მაგრამ გული გახეთქვაზე მაქვს. ბრაზი მახრჩობს. ამ სტატუსს იმიტომ არ ვწერ მხოლოდ, რომ ჩემს კუმირსა და ხატებას ეხება. იცით, ჩემი დამოკიდებულება ამ დიდებულ პიროვნებაზე, მაგრამ ამჯერად პერსონალური ემოცია გვერდით გადავდოთ და ცივი გონებით შევხედოთ.

ქუთაისში არსებობდა სულმნათი ჟდანოვის ქუჩა. ადგნენ, სახელი გადაარქვეს და ნიკო მარის უწოდეს.

ნიკო მარმა მოთხარი ქართველების ყველაზე დიდი სიამაყე - მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, ვეფხისტყაოსანი მართლა სპარსული ნაწარმოებიაო.

ამასთან, ქართულის ნაცვლად კავკასიური უნივერსიტეტი გავხსნათ და სწავლა რუსულად წარიმართოსო.

თუ კომუნისტებთან ურთიერთობაზეა ლაპარაკი, ლენინის ორდენიც კარგად ჩამოიკიდა გულზე.

ახლა მითხარით, რა დააშავა სულმნათმა ალექსანდროვიჩმა ასეთი, რომ მტრად მოეკიდეთ. ბევრი გვყავდა ჟდანოვის კალიბრის? ან პიროვნულად რა კარგი იყო ცხონებული. როდემდე უნდა ებრძოლოთ გენიოსებს!

დაფიქრდით მანდ, დათო Dato Liklikadze. მე შეიძლება გაპატიოთ, მაგრამ მომავალი არ გაპატიებთ. თავის დროზე უნდა გამიჯვნოდი ამ გადაწყვეტილებას. რატომ შეიცვალე ასე - ბავშვობაში რამდენი გვისაუბრია, გვიტირია კიდეც ანდრეი ალექსანდროვიჩის ღვაწლზე. ჟდანოვი თქვენ არ გინდათ, კაგანოვიჩი თქვენ არ გინდათ, მალენკოვს შეურაცხყოფთ დღენიადაგ. როდემდე ? ნუ ცდით ჩვენს მოთმინებას !"- წერს ვახო სანაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×