რეზონანსი
23.01.2021

ოპერის მომღერალი თამარ ივერი ზაალ უდუმაშვილს მიმართავს და მას ისევ ტელეეკრანზე დაბრუნებასა და საინფორმაციოს წამყვანობას ურჩევს. მომღერალი მიიჩნევს, რომ ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანის ადგილი პოლიტიკაში არ არის.

„პირდაპირი ვიქნები ზაალ უდუმაშვილის მიმართ. როგორც ცხონებული რევაზ თაბუკაშვილი იტყოდა: “გედის ადგილი წყალშია, იქ დედოფალია, ხოლო ხმელეთზე ერთ ჩვეულებრივ ბაჯბაჯა ბატად იქცევა”-ო. ასე დაკარგა ერთ დროს ჩემთვის ძალიან საყვარელმა ტელესახემ ზაალ უდუმაშვილმა მისი “ადგილსამყოფელი”.

ერთ დროს საოცრად ნიჭიერი, ქარიზმატული, კრეატიული, დამაჯერებელი, ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი. სამწუხაროდ, ერთ დღეში, ერთ-ერთ… “и прочие Товарищи”-ს კალიბრის პოლიტიკოსად გადაიქცა. არ მაინტერესებს რა თანამდებობები აქვს მას მის პარტიაში. ფაქტია, რომ ტელესივრცემ ერთი უნიჭიერესი, ქარიზმატული ლიდერი დაკარგა, ხოლო ქართულმა პოლიტიკამ კი მისი სახით ასეთივე რანგის პოლიტიკოსი ვერ შეიძინა!!!

მე მას გულით ვურჩევ (როგორც თავის დროზე ინგა გრიგოლიამ მიიღო ოპერატიული, სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება) დაუბრუნდეს ის მის “ძველ კერას”, გარემოს, “ოჯახს” და სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და აქტუალურია, კვლავ “შესცუროს” მის ადრინდელ ადგილსამყოფელში და პროფესიულ “წყალში”. არაფერია აქ უხერხული“, - დაწერა მომღერალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )