რეზონანსი
23.01.2021

ოპერის მომღერალი თამარ ივერი ზაალ უდუმაშვილს მიმართავს ჟურნალისტიკაში დაუბრუნებას ურჩევს. ამის შესახებ ცნობილმა სოპრანომ სოციალურ ქსელში დაწერა. ივერი ფიქრობს,  რომ ჟურნალისტის ადგილი პოლიტიკაში არ არის.

„პირდაპირი ვიქნები ზაალ უდუმაშვილის მიმართ. როგორც ცხონებული რევაზ თაბუკაშვილი იტყოდა: „გედის ადგილი წყალშია, იქ დედოფალია… ხოლო ხმელეთზე ერთ ჩვეულებრივ ბაჯბაჯა ბატად იქცევა“ო… ასე დაკარგა ერთ დროს ჩემთვის ძალიან საყვარელმა ტელესახემ ზაალ უდუმაშვილმა მისი „ადგილსამყოფელი“.

ერთ დროს საოცრად ნიჭიერი, ქარიზმატული,კრეატიული, დამაჯერებელი, ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი… სამწუხაროდ, ერთ დღეში, ერთ ერთ… „и прочие Товарищи“- ს კალიბრის პოლიტიკოსად გადაიქცა. არ მაინტერესებს რა თანამდებობები აქვს მას მის პარტიაში… ფაქტია რომ ტელესივრცემ ერთი უნიჭიერესი, ქარიზმატული ლიდერი დაკარგა… ხოლო ქართულმა პოლიტიკამ კი მისი სახით ასეთივე რანგის პოლიტიკოსი ვერ შეიძინა!!!!

მე მას გულით ვურჩევ (როგორც თავის დროზე ინგა გრიგოლიამ მიიღო ოპერატიული, სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება) დაუბრუნდეს ის მის „ძველ კერას“, გარემოს, „ოჯახს“ და სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და აქტუალურია… კვლავ „შესცუროს“ მის ადრინდელ ადგილსამყოფელში და პროფესიულ „წყალში“ არაფერია აქ უხერხული. უნდა ვიდგეთ იქ, სადაც უფრო უნდათ ჩვენი დანახვა, სადაც უფრო ვუყვარდით ხალხს, სადაც უფრო სხვაგვარად ვჩანდით და „ვჟღერდით“!

ვიდგეთ იქ, სადაც ყველაზე კონკურენტუნარიანები ვართ! სადაც უშუალოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, სადაც უფრო გვისმენენ და ჩვენს ნათქვამს სხვა ფასი და წონა აქვს! ესაა ჩვენი მთავარი მოწოდება და გზა. ლირიული თუ პოლიტიკური გადახვევები ყველას ცხოვრებაში მოსულა… რაც მთავარია, კარგია მიხვდე და შესძლო დროზე გადმოუხვიო იმ შენს „მთავარ გზაზე“, რითიც შეგიყვარა ხალხმა და ამის შეძლებაც თავისებური ნიჭი და სიძლიერეა!

იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან ( რაც უფრო ადრე… тем паче ) ის კვლავ „დაუბრუნდება“ მის ნამდვილ Ремесло-ს და კვლავ გვეტყვის: „მოგესალმებით, ეთერშია ახალი ამბები“, - წერს თამარ ივერი ფეისბუქში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
მიშისტი   (25.01.2021)
უდუმაშვილი სადაც არ იქნება ყველგან БУ -"ხმარებაში ნამყოფი" იქნება.

******   (25.01.2021)
ნიჭიერებას იმას თუ ეძახით, დაწერილ ტექსტს რომ კარგად კითხულობდა არ ვიცი, რადგან ამ მხრივ ნამდვილად სავალალო მდგომარეობაა ტელეჟურნალისტიკაში.

მაიკო   (24.01.2021)
მეც სრულიად გეთანხმებით

ნათი   (24.01.2021)
გეთანხმებით ქ-ნო თამარ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )