რეზონანსი
24.01.2021

ექიმი მედეა კახიძე, რომელიც კოვიდინფიცირების დროს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, სოციალურ ქსელში ჰოსპიტალშ თავისი თვალით ნანახს აღწერს და ლევან რატიანს მადლობას უხდის:

„ინფექციით დაავადებული მოვხვდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჩემი დაავადება ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა (ფილტვების დაზიანების 20–22 ქულა). ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლესთან ბრძოლა. მე თვითონ გახლავართ 45 წლის სტაჟის მქონე ექიმი, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნამუშევარი, ცუდად კი ვიყავი, მაგრამ თვალი ყველაფერს ხედავდა და აღიქვამდა.

გამაოგნა კლინიკაში არსებულმა მენეჯმენტმა, რომელიც არც ისე ადვილი მისაღწევია სამედიცინო სფეროში. ერთ გუნდად შეკრული მედ-პერსონალი, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის ფასად იბრძვიან თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად.

22 დღე ვიწექი ინტენსიურ განყოფილებაში, ამ ხნის განმავლობაში უამრავი მძიმე შემთხვევა ვნახე, ახალგაზრდა ექთნები დაუღალავად, პირმცინარე ყოველ მეორე დღე მორიგეობდენ, მე არ ჩამოვთვლი მათ სახელებს (ვინმე რომ არ გამომრჩეს), განსაკუთრებით დამამახსოვრდა ექიმი – გიორგი ბარაბაძე, თავისი კეთილი აუღელვებელი იმედიანი თვალებით, არაჩვეულებრივი პროფესიონალი, ერთი თვალის გადახედვით ამჩნევდა ვის რა უჭირდა.

მე-4–5 კურსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები, ისინი ასრულებდენ სანიტრის და ექთნის მოვალეობებს. არ უნდა შეგვეშინდეს მომავლის, დამერწმუნეთ რომ შესანიშნავი ექიმთა თაობა იზრდება.

ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ლევან რატიანი. ბევრი მინახავს მეცნიერი, რომელსაც უჭირს თავისი ცოდნის გაზიარება ახალგაზრდებისთვის, ლევან რატიანის სტუდენტები უკვე ჩამოყალიბებული ექიმები არიან, მთელ თავის ცოდნას, გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნია.

რაც შეეხება ლევანს როგორც ექიმს, ეს პიროვნება არის შინაგანად ექიმი, კაცი რომელიც დღეში 2–3-ჯერ უვლის მთელ საავადყოფოს, ზეპირად იცის თითოეული პაციენტის დიაგნოზი და დანიშნულება, რაც ყველაზე მთავარია ლევანი ყველა პაციენტის იმედია.

ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, იყავი დღეგრძელი, რადგანაც გიყვარს ადამიანი. მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ“, - წერს მედეა კახიძე ფეისბუქში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )