რეზონანსი
22.02.2021

ქართველმა ჯარისკაცმა, რომელიც ავღანეთში სიკვდილს სასწაულად გადაურჩა და ამერიკელმა მედიკოსებმა სიკვდილზე გამარჯვებული უწოდეს, ცოტა ხნის წინ ცოლი მოიყვანა. ივერი ბუაძემ სოციალურ ქსელში ჯვრისწერის ამსახველ ვიდეო გამოაქვეყნა.

წყვილმა ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერა. მეჯვარე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია იყო და ქორწილს ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

კაპიტან ივერი ბუაძის რჩეული რუსუდან სიმონიშვილია. რუსუდანი სვეტიცხოვლის ეკლესიაში მგალობელია და ხელი სწორედ საცოლის დაბადების დღეზე ეკლესიაში სთხოვა.

27 წლის ჯარისკაცი, ივერი ბუაძე ავღანეთში მსახურობის დროს თვითმკვლელი ტერორისტის ნაღმზე აფეთქდა, რის შემდეგად კომაში ჩავარდა. ათეულობით ოპერაციისა და ორთვიანი კომის შემდეგ,  მოულოდნელად გამოეღვიძა. ავღანეთის სამედიცინო ბაზიდან ის გერმანიაში გადაიყვანეს, იქიდან კი, ამერიკაში.

მას ამერიკელმა მედიკოსებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ლამარა   (22.02.2021)
უამრავი ბედნიერება თქვენ

1234   (22.02.2021)
ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი, იმრაველეთ! მადლობა სამშობლოს სამსახურისთვის!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )