
თოქშოუ „პროფილის“ წამყვანმა მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ფოტო და აღნიშნა, რომ ყოველ წელს ამ დღეს ახლიდან უკვდება შვილი.
ტელეწამყვანი მაია ასათიანი ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ რაღაც პერიოდი საზოგადოებაში საერთოდ არ ჩნდებოდა, ბოლო დროს კი აქტიურად დაიწყო სოციალურ ქსელში თავის ყოველდღიურობაზე საუბარი.
ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლაც, თუმცა საკუთარ თავში იპოვა ძალა რომ ცხოვრება თავიდან დაეწყო.
Instagram-ის „სთორიში“ ტელეწამყვანი ხშირად დებს ფოტოებს და ვიდეოებს და საკუთარ განწყობას აღარ მალავს. პოპულარულ ჟურნალისტს უამრავი ადამიანი უდგას მხარში. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.
ტელეწამყვანის ქალიშვილი საფრანგეთში სწავლობდა. დედისგან შორს მყოფი გოგონა ჟურნალისტს შორიდან ამხნევებდა და მაიას მოტივატორი იყო. სამწუხაროდ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში ულამაზესი ნუცა დანებდა.
22 თებერვალს 18 წლის ნუცას გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. ტელეწამყვანი გასულ წელს ამ თარიღს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე განერიდა. როგორც მაია ვიდეოებში ამბობად, მისთვის ძალიან რთულია ეს თარიღი და ცდილობს ამ დღეს მარტო იყოს თავის თავთან, სწორედ ამიტომ ის სამოგზაუროდ მარტო წავიდა.
