რეზონანსი
23.02.2021

მოჭიდავე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ლუკა კურტანიძე ბოლო დროს ძალზედ ემოციური და გულის ამაჩუყებელი "ფეისბუქპოსტებით" ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს. ის ღიად წერს თავის სულიერ ტკივილზე, დაკარგულ სიყვარულზე. 

ირკვევა, რომ ხათუნა მიქაცაძისა და ლუკა კურტანიძის ოჯახი ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დაინგრა. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” თავად ხათუნამ უამბო. იგი კომპანია “ზედაზენისა” და ქართული ზეთის ხილის პიარის ხელმძღვანელი გახლავთ. ექვსწლიანი ქორწინების დანგრევის გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა:

"გაჩნდა სირთულეები, ვცდილობდი მომეგვარებინა, მაგრამ ვერ მოვაგვარე, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება იყო, მისგან მშვიდად წამოვსულიყავი. ისევ ჩემივე ინიციატივით შევინარჩუნეთ მეგობრული და სწორი ურთიერთობა, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებთ. ლუკას მხრიდან არის მცდელობა, რომ ისევ ერთად ვიცხოვროთ. მაგრამ დაშორება ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავამთავრე ეს ურთიერთობა.

ჩვენ ექვსი წელი ვცხოვრობდით ერთად. საერთო შვილი არ გვყავს. 2015 წლის დასაწყისში ორსულად ვიყავი და ფედერაციის ამბების დროს იმდენად შეშინებული, შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ მუცელი მომეშალა… მაშინ ლუკას უსამართლოდ მოექცნენ. ლუკას მიმართ გაჩენილი აგრესიის მსხვერპლი გავხდი მეც და ჩვენი შვილიც. გადავწყვიტე, რომ აღარ მინდოდა შვილის გაჩენა. ეს ძალიან ძლიერი ტრავმა იყო ჩემთვის.

მის პოსტებს არ ვკითხულობ. მგრძნობიარე და სენსიტიური ადამიანი ვარ. ამიტომაც ვარიდებ თავს ლუკას ამ ტიპის სტატუსების კითხვას. არ მინდა…" - განაცხადა ხათუნა მიქაცაძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )